გაზაფხული ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა იმიჯის რადიკალურ ცვლილებაზე იფიქროთ.
გთავაზობთ პოპულარობის პიკზე მყოფ თმის შეღებვის მეთოდებსა და ფერებს.
წელს თმის შეღებვის ყველაზე პოპულარული მეთოდები, პრაქტიკულად, უცვლელი რჩება. ლიდერების სამეულს კვლავ შატუში, ბალაიაჟი და ომბრე იკავებს. რაც შეეხება ფერებს, აქ ცვლილებები გველის.
მოახლოებული სეზონისთვის, სტილისტები შავგვრემნებს ურჩევენ, ჩვეულ ფერებზე უარი თქვან და შოკოლადისა და კარამელის ფერები სცადონ. ქერათმიანებისთვის ასევე პრიორიტეტული რჩება თბილი ფერები: თაფლი, კარამელი, მწიფე ჭვავის ფერი.
შეღებვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება მრავალფენიანობას, რაც მოცულობის ილუზიას შექმნის (ეს მეთოდი ძირითადად ომბრეს შემთხვევაში გამოიყენება).
ომბრეს ბალაიაჟის ტექნიკისგან ძირითადი განსხვავება იქნება კონტრასტული გადასვლა მუქიდან შედარებით ნათელ ფერებზე.
მაგ: შავიდან თეთრზე ან ყავისფრიდან ოქროსფერზე. ბალაიაჟი კი პირიქით, მკვეთრი ცვლილება არ იქნება და მხოლოდ ბუნებრივ, მზეზე გახუნებულ ეფექტს მოგვცემს. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ნიმუშები