სასიამოვნო და ღიმილიანი ადამიანია. მას ოქროს ხასიათი აქვს. ამასთანავე, სამართლიანია. სასწორი საუკეთესო მეგობარია.
1. გაწონასწორებულია
თუ ემოციური მხარდაჭერა გჭირდებათ, მიაკითხეთ. სასწორი არ იმეგობრებს თქვენთან, თუ თქვენ უარყოფითი პიროვნება ხართ, მაგრამ მეგობრების გამო ეშმაკსაც კი გაურიგდება.
2. მომხიბვლელია
კარგი მსმენელი და მოსაუბრეა. დაკვირვებულია. შეუძლია განსაზღვროს ადამიანის სამომავლო საქციელი. არ უყვარს ტყუილი და პირფერობა.
3. მგრძნობიარეა
მეგობრებთან კონფლიქტი იშვიათად აქვს. ცდილობს, ყველასთან კეთილი დამოკიდებულება და დიპლომატია შეინარჩუნოს.
4. რომანტიკულია
უყვარს მთელი გულით. საყვარელ ადამიანს სიურპრიზებით, რომანტიკით აავსებს. თუმცა, ერთი ნახვით შეყვარების არ სჯერა. არც სექსს თანხმდება პირველ პაემანზე.
5. დიპლომატიურია
შინაგანად შემოქმედია, უყვარს მშვიდი დიალოგები, ნებისმიერ უსიამოვნებას დიპლომატიურად აგვარებს. ახასიათებს ერთმანეთზე განაწყენებული ახლობლების შერიგება.
6. ბუნებრივია
მომხიბვლელი და ლამაზია. თავადაც ცდილობს, ადამიანებში, მოვლენებში, საგნებში სილამაზე დაინახოს. კარგი გემოვნება აქვს და გარშემო სასიამოვნო ადამიანები ჰყავს, ლამაზი ნივთები აქვს.
7. იდეალური კოლეგა და უფროსია
ლიდერია და მისი გუნდი მუდამ კარგად მუშაობს. სასწორი ცდილობს, ადამიანი შეაგულიანოს წარმატებისთვის და კონფლიქტი არ დაუშვას კოლექტივში.
8. ინტელექტუალია
მუდამ ცდილობს, გაიღრმავოს ცოდნა, იყოს კულტურული ცხოვრების ეპიცენტრში, იმეგობროს გავლენიან ადამიანებთან და თავადაც საუკეთესოდ წარმოაჩინოს საკუთარი თავი.
9. სილამაზის მოტრფიალეა
ნაკითხია, ინფორმირებული, მუდამ ელეგანტურად ჩაცმული. უყვარს ბუნების პეიზაჟები, საინტერესო საუბრები, გემრიელი კერძები და დესერტები.
10. იდეალისტია
ყველაფერში ეძებს საუკეთესოს. მის გარშემო კონფლიქტი არ არსებობს. იცის, რომ სამყაროში იდეალური არაფერი არსებობს, მაგრამ მაინც მუდამ სრულყოფილებისკენ ისწრაფვის.