მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი მალე დაოჯახდება. ჯიბღაშვილმა საყვარელ გოგონას - ნინიკო ნაცარაშვილს ხელი მისსავე დაბადების დღეზე სთხოვა.
ფოტოზე, რომელიც "ფეისბუქზე" გავრცელდა, ასახულია მსახიობი, რომელიც თავის რჩეულს მარჯვენა ხელზე ბეჭედს უკეთებს.
"არ ვიცი და ვერ ვხვდები, საიდან დავიწყო, სიტყვებს თავი როგორ მოვუყარო... მადლობა, რომ არსებობ! მიყვარხარ" - ამ მინაწერით გაავრცელა ნიშნობის ფოტო ნინიკო ნაცარაშვილმა.
წყვილი რამდენიმე თვეა ერთადაა. ლევანმა და ნინიკომ ერთმანეთი ბათუმში გაიცნეს, სადაც ახალგაზრდა მსახიობმა და ბიზნესმენმა თავისი მორიგი რესტორანი გახსნა. ნინიკო ნაცარაშვილის "ინსტაგრამის" პროფილზე წყვილის უამრავი ერთობლივი ფოტოა. გაგრძელება