თქვენ უკვე იცით, რომ „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ მსოფლიოში ძალიან პოპულარული სერიალია.
ეს არის დრამა - შავი იუმორით, რომელშიც ჩანს, რომ დიასახლისების საიდუმლო ცხოვრება ყოველთვის არ არის ის, რაც ერთი შეხედვით ჩანს. სერიალმა, ისევე, როგორც მისმა პერსონაჟებმა, უამრავ ქალს შეაყვარა თავი.
თუ თქვენც მათ რიგებში ხართ და ფიქრობთ, რომ თქვენს კუმირზე ყველაფერი იცით, სავარაუდოდ, ცდებით, რადგან ხშირად თვითონ ვარსკვლავებმაც კი არ იციან ყველაფერი საკუთარ თავზე.
ტერი ჰეტჩერი სერიალ „სასოწარკვეთილ დიასახლისებში“ - სუზან მაიერის როლს ასრულებს. ის მომხიბვლელი ქარაფშუტაა, რომელიც ხშირად ხვდება უხერხულ სიტუაციებში. განქორწინებულია, ცხოვრობს ქალიშვილთან ერთად და ახალი ცხოვრების დაწყებაზე ოცნებობს.

საინტერესო ფაქტები ტერი ჰეტჩერზე
- The British Glamour magazine's-მა ტერი, სუზან მაიერის როლისთვის სპეციალური პრიზით დააჯილდოვა;
- ტერიმ სერიალის გადაღებების დროს ორი ნეკნი მოიტეხა და თვალი დაიზიანა, როდესაც ნათურა აფეთქდა;
- ის იყო პირველი მსახიობი ქალი ისტორიაში, რომელმაც მიიღო პრემია SAG დრამატულ სერიალში შესრულებული კომედიური როლისთვის;

- ჰონორარები: 1 სეზონი - 70 000$ ეპიზოდში, 2 სეზონი - 285 000 $ ეპიზოდში, 3,4,5 სეზონები - 400 000 $ ეპიზოდში, 6 სეზონი - 440 000 $ ეპიზოდში, 7 სეზონი - 500 000$ ეპიზოდში, 8 სეზონი - 600 000.$ ეპიზოდში;
- სუზანის ხასიათი აღებული იყო საბავშვო წიგნიდან - პატარა ჭიანჭველებზე;
- სერიალში შესრულებული როლისთვის ტერიმ „ოქროს გლობუსი“ აიღო და 14 სერიალის პრემიაზე იყო ნომინირებული;
- ის ერთადერთია „დიასახლისებიდან“, რომელმაც მოიგო „ოქროს გლობუსი“ და SAG;
- სუზანის როლი თავდაპირველად კორტნი კოქსს უნდა ეთამაშა.
#ჩაუჯექი #GDS
სერიალის ნახვა ქართველ მაყურებელს შეუძლია ტელეარხ GDS-ზე. ჩაუჯექით ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00 საათზე.
რა თქმა უნდა, ქართული გახმოვანებით.
იხილეთ ასევე:
<div style="padding: 0px; margin: 0px; font-family: bpg_mrgvlovani; color: #000000; font-size: 14px;">ევა ლონგორიას სილამაზის 7 წესი: როგორ გავხდეთ მოხდენილი დიეტის გარეშე</div>
ევა ლონგორია "სასოწარკვეთილი დიასახლისია"? რა საერთო აქვთ ევას და მის პერსონაჟს, გაბის
„ყოველთვის ვამჩნევ მათ, ვინც არ მიყურებს“. 15 გამონათქვამი სერიალიდან - „სასოწარკვეთილი დიასახლისები“
”ყველა ჩვენგანს აქვს ცოტაოდენი ბინძური თეთრეული” - რატომ უნდა უყუროთ სერიალს ”სასოწარკვეთილი დიასახლისები”
საინტერესო ფაქტები „სასოწარკვეთილი დიასახლისების" შესახებ
სტილის გაკვეთილები „სასოწარკვეთილი დიასახლისი“ ბრი ვან დე კამპისგან