ქალის გულისკენ მიმავალი გზა მეტწილად კარგ კოსმეტიკაზე გადის.
ძნელად თუ ნახავთ ქალს, რომელსაც ხარისხიანი კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებებისადმი დიდი მიდრეკილება არ გააჩნდეს. სწორედ მათთვის ქართულ ბაზარზე გამოჩნდა კორეული კოსმეტიკის ახალი მაღაზია, რომელიც პროდუქციის განსაკუთრებული ასორტიმენტითა და მისაღები ფასებით გამოირჩევა.
თბილისში კორეული კოსმეტიკის მაღაზია დუბაიდან ჩამოსულმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ვიქტორ და ანა რაზუმოვებმა ცოტა ხნის წინ გახსნეს. მაღაზიამ მოკლე პერიოდში უკვე მოახერხა ერთგული მომხმარებლების გარკვეული რაოდენობის მოზიდვა, რადგან მაღაზიის უპირატესობები ცალსახაა. ესაა მაღალი ხარისხი, ბუნებრივი შემადგენლობა და მისაღები ფასები.
”კორეული კოსმეტიკა მსოფლიო მასშტაბით ძალიან პოპულარულია. მისი აქტიური მოხმარების ტალღა რამდენიმე წლის წინ დაიწყო ევროპაში, შემდეგ კი ამერიკასა და დანარჩენ მსოფლიოსაც მოედო. ახალგაზრდული და გლუვი კანი, რომლითაც კორეელი ქალები გამოირჩევიან, უფრო და უფრო მეტ ადამიანს უბიძგებს, რომ კორეული კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები გამოიყენოს. საქართველოში კორეული კოსმეტიკის მულტიბრენდული მაღაზიები არ არსებობს. ამიტომაც ამ თავისუფალი ნიშის ათვისება ჩვენ გადავწყვიტეთ”, - განმარტავს მაღაზიის დამფუძნებელი ვიქტორ რაზუმოვი.
მისი განმარტებით, კორეულ კოსმეტიკას რამდენიმე უპირატესობა აქვს. კოსმეტიკის ინგრედიენტები სრულიად ბუნებრივია და მათი ნაწილი მხოლოდ სამხრეთ კორეაში არსებობს. სწორედ ეს ქმნის კორეული კოსმეტიკის მთავარ უნიკალურობას. მწარმოებლები უახლეს ტექნოლოგიას იყენებენ, რომ შექმნან ეფექტური და უნიკალური კანის მოვლის საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს პარაფინს, მინერალურ ზეთებსა და ქიმიურ ინგრედიენტებს. ამ ყველაფრის პარალელურად, კორეული კოსმეტიკა მისაღები ფასითაც გამოირჩევა. მომხმარებლებს ხიბლავს მათი სახალისო დიზაინიც. ეს ყველაფერი კი კორეულ პროდუქტებს ქლბატონების საუკეთესო არჩევნად აქცევს.
”საქართველოში თავის მოვლის კორეული საშუალებებისადმი დიდი მოთხოვნა არ არსებობდა. თუმცა ჩვენმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ქართველი ქალები სიახლეების მიმართ გახსნილები, კრეატიულები და უახლესი ტრენდებისკენ მიდრეკილები არიან. სწორედ ამიტომ კორეულ კოსმეტიკას საქართველოში უკვე ჰყავს მომხმარებლების გარკვეული რაოდენობა, მაგრამ ჯერჯერობით არა იმდენი, რამდენიც სხვა ევროპულ ქვეყნებში. ქართველ ქალებს უყვართ ექსპერიმენტები და ჩვენც ყოველდღიურად უამრავ კითხვას ვიღებთ პროდუქტებთან დაკავშირებით. კომენტარები და შეფასებები კი მხოლოდ დადებითია, რაც ძალიან დიდი სტიმულია ჩვენთვის. მუდმივად ვმუშაობთ, რომ პროდუქცია და სერვისი მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული გვქონდეს. ასევე, ვცდილობთ, ჩვენი კონსულტანტები ორიენტირებულნი იყვნენ მომხმარებლისთვის საჭირო კონსულტაციის გაწევაზე და არა - გაყიდვებზე”, - ამბობს რაზუმოვი.
ამ დროისთვის მაღაზიაში შემდეგი წამყვანი კორეული ბრენდებია წარმოდგენილი: Tony Moly, Etude House, Nature Republic, Skinfood, Skin79, Mizon, Innisfree და Holika Holika. პროდუქციის ასორტიმენტი კი ასე გამოიყურება: დღის და ღამის კრემები, პილინგი, ნიღბები, დამატენიანებლები, ლოსიონები და თავის მოვლის სხვა საშუალებები. განვითარების მომდევნო ეტაპზე დეკორატიული კოსმეტიკის, ასევე, შამპუნებისა და დასაბანი გელის დამატებაც იგეგმება.
”ფასები ქართველი მომხმარებლისთვის საკმაოდ მისაღებია. აქვე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ პროდუქციის მაღალი ხარისხი, მათ ნატურალური შემადგენლობა და მომსახურების მაღალი ხარისხი. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მომწოდებელთან ფასებთან დაკავშირებით. ვცდილობთ, შეთავაზებული ფასები ბაზრის შესაბამისი იყოს”, - აღნიშნავს ახალგაზრდა ბიზნესმენი.
კომპანიას აქვს გვერდი facebook-სა და instagram-ზე, სადაც დაინტერესებული ადამიანები ეცნობიან პროდუქტებს, საინტერესო შეთავაზებებსა და ასევე, კოსმეტიკის შესახებ ახალ ამბებს.
”ამ არხების საშუალებით, მომხმარებლისგან ვიღებთ კომენტარებს, გამოხმაურებას და ასევე, სურვილებს, კიდევ რა პროდუქტების ყიდვას ისურვებდნენ ჩვენს მაღაზიაში. ასევე, გვაქვს ვებგვერდი, სადაც კატალოგები და კორეული ბრენდების შესახებ ინფორმაციაა მოცემული. ვაპირებთ, შევქმნათ ბლოგი კოსმეტიკის შესახებ და ჩამოვაყალიბოთ ლოიალურობის პროგრამა ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის”, - დაამატა მან.
გარკვეული პოპულარობის მოპოვების შემდეგ ვიქტორ რაზუმოვი მაღაზიების რაოდენობის გაზრდას აპირებს. პატარა მაღაზიების ფორმატი შენარჩუნდება, თუმცა არ გამორიცხავს დიდი ან რომელიმე კონკრეტული ბრენდის კოსმეტიკის მაღაზიის გახსნასაც. პირველ ეტაპზე ქსელი თბილისის, შედეგ კი საქართველოს მასშტაბით გაფართოვდება.
მის: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 34, პიქსელის სავაჭრო ცენტრი, მე-2 სართული