სად ამოვიქნათ, სად ხელი არ ვახლოთ, როგორი ფორმა მივცეთ წარბს? შესანიშნავი მოკლე და უნივერსალური ინსტრუქცია იდეალური წარბის გასაკეთებლად სახლის პირობებში!
ცნობილმა ვიზაჟისტმა ჯიმენ გარსიამ შეადგინა მარტივი გიდი-ინფოგრაფიკა იდეალური წარბის გასაკეთებლად.
მსუყედ შეიღებეთ წარბი სპეციალური რბილი ფანქრით ან ტუშით, რათა პიგმენტი თმაზე იყოს და არა კანზე.
მიიდეთ თეთრი ქაღალდი და მიიჭირეთ, რათა მიიღოთ მკვეთრი ანაბეჭდი.
როგორ გავიკეთოთ იდეალური წარბი თავად?
ანაბეჭდიან ქაღალდზე განსაზღვრეთ მონაკვეთი, რომელსაც ხელს არ ახლებთ და ადგილი, სადაც თმა არის ზედმეტი (როგორც წესი, ეს წარბის დასაწყისსა და ბოლოშია).
ახლა მიჰყევით ინსტრუქციას და ეცადეთ, ამოიღოთ მხოლოდ თმის ის რიგი, რომელიც მითითებულია გრაფიკულ ნახატზე.