პარფიუმის სიჭარბე
რატომ უნდა დაისხათ მთელი ფლაკონი სუნამო თავზე?
ის ხომ ახრჩობს გარშემო მყოფებს. უპირატესობა მიანიჭეთ ყვავილების, ციტრუსების არომატს, ასეთი უფრო მოსწონთ მამაკაცებს.
ტონალური სქელი ფენა
ფენა-ფენა ნუ წაისვამთ სახეზე ჰაილაითერს, ტონალურს, კონსილერს, პუდრს. განსაკუთრებით, როცა ისინი მკვეთრად გასხვავდება თქვენი კანის ფერისგან.
წამწაბები-ობობა
ხელოვნური წარბები, რა თქმა უნდა, ლამაზია, მაგრამ ნუ გადაამეტებთ. აკურატული წამწამები გაიკეთეთ.
მშრალი კანი
განსაკუთრებით იდაყვებსა და ქუსლებზე.
გაუპარსავი ადგილები ფეხებზე
გაიპარსეთ ფეხები დღის შუქზე, რათა არ გამოგრჩეთ მცირე ადგილიც კი და არ ჩავარდეთ უხერხულ სიტუაციაში.
წებოვანი ტუჩის საცხი
მამაკაცებს აღიზიანებთ თქვენი წებოვან ტუჩები. უპირატესობა მიანიჭეთ კარამელისფერ დამატენიანებელ ბალზამებს.
ნარინჯისფერი რუჯი
ნუ დაემსგავსებით შემწვარ ქათამს. დაიცავით ზომიერება.
ლაკისგან გამხმარი თმა
გაშეშებული თმით სიარული ერთი უბედურება და მეორეა - ვის მოუნდება მათი მოფერება?
გადამეტებული smoky-eyes
მართალია, გსურთ გამოკვეთოთ ლამაზი თვალები, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არააკურატული და გადატვირთული სმოკყ-ეყეს ვულგარულია. მამაკაცებს კი მსუბუქად შეღებილი ქალები მოსწონთ.