გაბრიელ სოლისი (ევა ლონგორია) - ადრე სუპერმოდელი იყო, მაგრამ პოდიუმი - ქმრის, კარლოს სოლისის გამო მიატოვა. თუმცაღა, გარეუბანში ცხოვრება არ აღმოჩნდა ისეთი ბედნიერი, როგორსაც გაბი მოელოდა.
მათი ქორწინება მრავალი გამოცდის წინაშე დადგა: გაბრიელის ღალატი, მუცლის მოშლა და შედეგად - უნაყოფობა, შემდეგ კარლოსის ღალატი და მათი განქორწინება.
ეს მათი ურთიერთობის დასასრული ჯერ არ არის... იმის მიუხედავადაც, რომ გაბრიელი ქალაქის ახალ მერზე, ვიქტორ ლენგზე გათხოვდა. კარლოსი და გაბი კვლავ შერიგდებიან. ვიქტორი კი ქარიშხლის დროს იღუპება.

კარლოსს და გაბის ორი გოგონა უჩნდებათ.
კარლოს სოლისი (რიკარდო ანტონიო ჩავირა) - გაბის ქმარი, ბიზნესმენი. ოცნებობს ბედნიერ ოჯახსა და შვილებზე. გარკვეული დროით ბრმავდება და ერთ-ერთ კლუბში მასაჟისტად იწყებს მუშაობას. ოპერაციის შემდეგ ძველ სამსახურს უბრუნდება.
ხუანიტა და სელია სოლისი (მედისონ დე ლა გარზა და დანიელა ბალტოდანო) - გაბის და კარლოსის შვილები არიან. ისინი ზედმეტი კილოგრამების გამო იტანჯებიან. ხუანიტა კარლოსის და გაბის ბიოლოგიური შვილი არ არის, რადგან მედდას სამშობიაროში ახალშობილები აერია.

ანა სოლისი (მიარა უოლში) - კარლოსის ძმისშვილი. სოლისები მათი ოფიციალური მეურვეები ხდებიან.
შაო მეი (გვენდოლინ ეო) - სოლისების შინამოსამსახურე. მოგვიანებით მათი შვილის სუროგატი დედა გახდება. ქალწულობას კარლოსი დააკარგვინებს, რასაც საკმაოდ ნეგატიური შედეგი მოჰყვება.

ჯონ როულანდი (ჯესი მეტკალფი) - სოლისების ყოფილი მებაღეა. როდესაც მებაღედ მუშაობდა, რომანი ჰქონდა გაბისთან. დაქორწინდა მდიდარ ქალზე, განქორწინებიდან დიდი ფული დარჩა და საკუთარი რესტორანი გახსნა.

ვიქტორ ლენგი (ჯონ სლატერი) - პოლიტიკოსი, ფეირვიუს მერი. ქორწინდება გაბიზე და ტორნადოს დროს იღუპება.
მილტონ ლენგი (მაიკლ ფარელი) - ვიქტორის გავლენიანი მამა.
ხუანიტა სოლისი (ლუპ ონტივეროსი) - კარლოსის დედა.
მერი ბერნარდი (მელინდა პეიჯ ჰამილტონი) - ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის მონაზონი. თვალს დაადგამს კარლოსს.
მამა კროული (ჯეფ დუსეტი) - მღვდელი.
ბრედლი სკოტი (დევიდ სტარზაკი) - კარლოს სოლისის ბოსი და მოღალატე ქმარი. დანით საკუთარი ცოლი კლავს.
სერიალი ”სასოწარკვეთილი დიასახლისები” გახლავთ დრამა, შავი იუმორით, რომელშიც თავმოყრილია საიდუმლო ამბები და საინტერესო პერსონაჟების ჩახლართული ისტორიები.
სერიალის ყურებას ქართულ ენაზე ტელეარხ GDS-ის ეთერში ყოველდღე, 17:00 სთ-ზე შეძლებთ (შაბათ-კვირის გარდა).
ასე, რომ, აუცილებლად ჩაუჯექით. მომდევნო სტატიებში დანარჩენი პერსონაჟების გარემოცვას გაგაცნობთ!
იხილეთ ასევე:
<div style="padding: 0px; margin: 0px; color: #000000; font-size: 14px; line-height: 21px; font-family: bpg_mrgvlovani;">ევა ლონგორიას სილამაზის 7 წესი: როგორ გავხდეთ მოხდენილი დიეტის გარეშე</div>
ევა ლონგორია "სასოწარკვეთილი დიასახლისია"? რა საერთო აქვთ ევას და მის პერსონაჟს, გაბის
„ყოველთვის ვამჩნევ მათ, ვინც არ მიყურებს“. 15 გამონათქვამი სერიალიდან - „სასოწარკვეთილი დიასახლისები“
”ყველა ჩვენგანს აქვს ცოტაოდენი ბინძური თეთრეული” - რატომ უნდა უყუროთ სერიალს ”სასოწარკვეთილი დიასახლისები”
საინტერესო ფაქტები „სასოწარკვეთილი დიასახლისების" შესახებ
სტილის გაკვეთილები „სასოწარკვეთილი დიასახლისი“ ბრი ვან დე კამპისგან"სასოწარკვეთილი დიასახლისების" სახლები: მოგზაურობა ვისტერია ლეინში