ზოდიაქოს ნიშნების 5 განსხვავებული თვისება. ახლა ყველაზე ყველაფერი გეცოდინებათ - Marao

ზოდიაქოს ნიშნების 5 განსხვავებული თვისება. ახლა ყველაზე ყველაფერი გეცოდინებათ

2017-04-04 11:07:11+04:00

ასტროლოგების აზრით, თითოეულ ზოდიაქოს 5 გამოკვეთილი თვისება აქვს. ვნახოთ, ემთხვევა თუ არა ასტროლოგების აზრი თქვენს ზოდიაქოს?..

ვერძი

1. მთავარი ცხოვრებისეული ლოზუნგი: "ზარბაზანი მზადაა".

2. თუ წიგნის დაწერას გადაწყვეტენ, სათაური ექნება: ”პირადი ბრძნული აზრები”.

3. მათი სასურველი საქმიანობა ნადირობაა, მაგრამ კურდღლებზე კი არა, მამაკაცებზე.

4. იდეალური პროფესია - სექსოპათოლოგი.

5. ფრაზა, რომელსაც მათგან ხშირად მოისმენთ: ”ამას მე მეუბნები?”

კურო

1. მესაკუთრული დევიზი - "ეს ჩემია, შენიც ჩემია".

2. უყვარს გემრიელი ჭამა, ამიტომ გამოსცემს კულინარიულ წიგნს - ”გაუმაძღარი გურმანი”.

3. სიამოვნებით იმუშავებდა სასამართლოში და ყველა დამნაშავეს სიკვდილით დასჯას მიუსჯიდა.

4. უყვართ ჭამის დროს ლაპარაკი.

5. ფრაზა, რომელსაც მათგან ხშირად მოისმენთ: ”რატომ გინდა, რომ გეჩხუბო?”

ტყუპი

1. მუდამ სადღაც ჩქარობს. მისი სურვილია, ევროპაში იმოგზაუროს.

2. დაწერს წიგნს: ”როგორ გავაკეთებინო ყველას ის, რაც მე მსურს”.

3. ჩქარობს დასკვნების გამოტანისას.

4. კარგად ერკვევა ვაჭრობის საკითხებში.

5. ფრაზა, რომელსაც მათგან ხშირად მოისმენთ: ”იმიტომ, რომ მე ასე მსურს”.

კირჩხიბი

1. მეგობრული და კეთილი ნიშანია, მისი დევიზია: "ჩემთან ისე იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში".

2. ფარული ლიდერია, წიგნს დაწერდა სათაურით: ”გამარჯვებულის სახელმძღვანელო”.

3. უყვარს გულითადი საუბრები.

4. საუკეთესო მრჩეველია ცხოვრებისეულ საკითხებში.

5. ფრაზა, რომელსაც მათგან ხშირად მოისმენთ: ”ყველაფერი იმის შემდეგ, რაც შენთვის გავაკეთე?”

ლომი

1. მათი ლოზუნგია: "ყველაფერი ისე იქნება, როგორც მსურს, ანუ - საუკეთესოდ".

2. დაწერდა წიგნს სათაურით: ”როგორ გავაბათ მსხვერპლი ჩვენს მახეში”.

3. უყვარს ბრძანებების გაცემა.

4. მხოლოდ ხელმძღვანელი უნდა იყოს.

5. ფრაზა, რომელსაც მათგან ხშირად მოისმენთ: ”აჰა, გაები, ჩიტო, მახეში?”

ქალწული

1. ამ ჭკვიანი ქალის დევიზია: "ყველაფრის მცოდნესაც სწყურია სიყვარული".

2. შრომისმოყვარე დაწერს წიგნს: ”წარმატების 100 ნაბიჯი”.

3. საყვარელი საქმიანობა - სწავლა.

4. სურს უჩვეულო საქმიანობა, იყოს კანფეტის ფაბრიკის ან ეიფელს კოშკის მფლობელი.

5. ფრაზა, რომელსაც მათგან ხშირად მოისმენთ: ”ასე საქმე არ გამოვა!”

სასწორი

1. ტკბება საკუთარი თავით: "მე ყველაზე კარგი ვარ".

2. მშვიდი და გაწონასწორებულია, დაწერს წიგნს: ”როგორ დავქორწინდეთ ზევსზე”.

3. მუდამ იღიმის, ზოგჯერ თეატრალურად.

4. საუკეთესო ადვოკატია.

5. ფრაზა, რომელსაც მათგან ხშირად მოისმენთ: ”მეორე მხრივ...”

მორიელი

1. ფრაზა: "თავდასხმა დაცვის საუკეთესო საშუალებაა".

2. დაწერს წიგნს: ”როგორ გავხდი კეთილი: მოსამართლის აღსარება”.

3. აანალიზებს ყოველ ნაბიჯს, მომდევნოსაც.

4. საუკეთესო დეტექტივი და პროკურორია.

5. ფრაზა, რომელსაც მათგან ხშირად მოისმენთ: ”ამას კიდევ გაგახსენებ!”

მშვილდოსანი

1. ცხოვრების ლოზუნგი - "მეტი, ვიდრე გსურდათ გცოდნოდათ".

2. ავტორი წიგნისა: ”როგორ გავხდეთ ფილოსოფოსი ერთ წუთში”.

3. უყვარს ლაპარაკი, მთავარია, მსმენელი ჰყავდეს.

4. გავლენიანი მფარველების დახმარების იმედად სურს მუშაობა.

5. ფრაზა, რომელსაც მათგან ხშირად მოისმენთ: ”ნუთუ, ეს მე გავაკეთე?”

თხის რქა

1. ფრაზა: "ჩემი სიჯიუტე ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავს".

2. დაწერს წიგნს: ”მსოფლიო მმართველობის მიღწევის საიდუმლო”.

3. სურს, ყველას ეუფროსოს.

4. საუკეთესო სამსახური: მილიონერის თანაშემწე ფინანსების საკითხში.

5. ფრაზა, რომელსაც მათგან ხშირად მოისმენთ: ”არ უნდა იყო ძალიან მდიდარი ან ძალიან ღარიბი”.

მერწყული

1. ლოზუნგი: "ცხოვრება სიურპრიზებითაა აღსავსე".

2. ავტორი წიგნისა: ”რა სარგებლობა მოაქვს ღრუბლიან ამინდს”.

3. უნდა გამოირჩეოდეს ბრბოსგან.

4. საკუთესო თანამდებობა: მეოცნებე, მეზღაპრე.

5. ფრაზა, რომელსაც მათგან ხშირად მოისმენთ: ”შეწინააღმდეგება დაუშვებელია”.

თევზები

1. დევიზი: "ჩაყვინთე ღრმად".

2. დაწერდა წიგნს: ”პლანეტებს შორის მოგზაურობის სახელმძღვანელო”.

3. უყვარს ჭკუის დარიგება, მაგრამ მხოლოდ მილიონერებისთვის.

4. საუკეთესო თანამდებობა - მოლაპარაკებების მმართველი.

5. ფრაზა, რომელსაც მათგან ხშირად მოისმენთ: ”ნუ მაწითლებთ”.