მაინც რა არის სიყვარული? ამ მოვლენის მრავალგვარი ახსნა არსებობს.
სამედიცინოც, მეცნიერულიც, ეზოთერულიც და რა თქმა უნდა, ასტროლოგიურიც.
გავრცელებული მოსაზრებით, მიჩნეულია, რომ სიყვარული დაახლოებით ერთ-ნახევარი-ორი წელი ცოცხლობს წყვილებს შორის, ვნება - სამიდან ოთხ წლამდე, მეგობრობა - 7-8 წელი, ხოლო ენერგეტიკული კავშირი ზოგადად შეყვარებულ ადამიანებს შორის, დაშორების შემთხვევაშიც ნარჩუნდება 7 წლის მანძილზე, უმეტესად, სიზმრების სახით. აი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება კი გაცილებით დიდხანს, ცხრიდან ათ წლამდე მიჰყვება ადამიანს იმის მიმართ, ვისთან ერთად ცხოვრებასაც წლების მანძილზე მიეჩვია.
ასტროლოგიური კუთხით, სასიყვარულო რომანები ძირითადად რამდენიმე ასპექტის აქტივაციისას იწყება. ერთ შემთხვევაში ეს არის იუპიტერი-ვენერას დადებითი ასპექტები (ერთი პარტნიორის ვენერა მეორე პარტნიორის იუპიტერს უერთდება, ტრინს აკეთებს ან სექსტილს ქმნის მასთან). ხოლო მეორე შემთხვევაში მარსი-ვენერას ჰარმონიული კავშირი განაპირობებს მორიგი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებაში.
ზემოთ ხსენებული პერიოდები ყოველ ორ-ოთხ წელიწადში ერთხელ მეორდება, ამიტომ წყვილები მარსი-ვენერას და იუპიტერი-ვენერას მორიგი პოზიტიური ტრანზიტისას, განსაკუთრებულ ჰარმონიას გრძნობენ ერთმანეთის გარემოცვაში და ეძლევათ შანსი, კიდევ ერთხელ განიცადონ მორიგი თაფლობის თვე მეორე ნახევართან. გაგრძელება