სააღდგომო კვერცხის დეკუპაჟი შენი ხელით - Marao

სააღდგომო კვერცხის დეკუპაჟი შენი ხელით

2020-04-08 13:33:54+04:00

დეკუპაჟის ტექნიკა საშუალებას გვაძლევს, გავაფორმოთ ავეჯი, ჭურჭელი; დღეს კი კვერცხის გაფორმების დროა, მას სააღდგომოდ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
декупаж пасхальных яиц с крахмалом

დაგჭირდებათ:

  • მოხარშული კვერცხი
  • კვერცხის ცილა
  • ნახატიანი ხელსახოცები
  • 2 ცალი კბილის ჩხირი
  • პატარა მაკრატელი
  • ფუნჯი
декупаж пасхальных яиц

დამზადება

ხელსახოციდან გამოჭერით სასურველი ფრაგმენტი. დაადეთ კვერცხს. შეგიძლიათ კომპოზიცია შექმნათ.

2. კვერცხის ცილა ათქვიფეთ. ფუნჯით თხლად გადაუსვით კვერცხზე.

3. აკურატულად დააკარით ხელსახოცის ფრაგმენტი. გაუსწორეთ კიდეები. ახლა შეგიძლიათ შემდეგი ფრაგმენტი დააკრათ.

декупаж пасхальных яиц

4. მზა კვერცხები ორ ცალ კბილის ჩხირზე დადეთ და გაშრობა აცალეთ. ზემოდან ცილის კიდევ ერთი ფენა გადაუსვით.

თქვენი სააღდგომო კვერცხი დეკუპაჟის სისტემით მზადაა.

декупаж пасхальных яиц

декупаж пасхальных яиц

декупаж пасхальных яиц

декупаж пасхальных яиц

декупаж пасхальных яиц

გაუზიარეთ მეგობრებსაც!

<div>იხილეთ ასევე: ასე სააღდგომო კვერცხი ჯერ არ მოგირთავთ! ეს საოცრებები 15 წუთში მზადდება...</div>