ქრისტიანული სამყარო ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
როგორ აღვნიშნოთ ეს დღე სწორად, სად შევიძინოთ ბზა და რომელ ოთახში უნდა ვიქონიოთ ბზის ტოტი მთელი წლის განმავლობაში.
გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):
- როგორ უნდა აღვნიშნოთ ბზობა?
- ტაძარში შევხვდეთ ბზობას, ეს იქნება ყველაზე მართებული დახვედრა ამ დღისა. სპეციალური ლოცვა იკითხება და ამით ჩვენს რწმენასა და მადლიერებას გამოვხატავთ. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებამ გამოიწვია ქრისტეს განდიდება, იერუსალიმში დიდებით მიღება, თუმცა ამავე დროს აღსრულდა წინასწარმეტყველება. სასწაულის ხილვამ აღაფრთოვანა ისრაელიანნი, მაგრამ მალევე გადაავიწყდათ. ბზობა ტოტების "განდიდებით" არ უნდა აღინიშნებოდეს. ვისთვისაც დაიფინა და გამოჩნდა ქვეყნად ის უნდა გვყავდეს გულში. სულიწმიდის მადლით მოვრწყათ ჩვენი სული, ბზამ რომ "იჯეჯილოს". გაგრძელება