თუ ნომრიან სათვალეს ატარებ, ეს სტატია შეიძლება ძალიან დაგეხმაროს სასურველი ჩარჩოს, სათვალის სტილის და ფორმის შერჩევაში.
მოდელი №1: კარლი («UP»)
ვინტაჟური კვადრატული ჩარჩო ნებისმიერი ჰიპსტერის ოცნებაა. თუ სიძველეები, ვინტაჟური სტილი გიყვარს, ეს მოდელი გაითვალისწინე!
DSQUARED2
მოდელი №2: კუ («რობინ ჰუდი»)
ეს ვარიანტი მორცხვი ადამიანებისთვის არ არის განკუთვნილი! ალბათ, გახსოვს, რომ მსგავს სათვალეს ედნა მოდი ატარებდა, მულტფილმიდან - ”სუპერ ოჯახი”... ასეთი სათვალე მოუხდება გრაფიკულ ვარცხნილობებს.
Chloé
მოდელი №3: ანიტა («101 დალმატინელი»)
ვუდი ალენის სტილის, მსხვილჩარჩოიანი სათვალე - თანამედროვე კლასიკაა. ის უხდება ელეგანტურ ლუქს.
Dita
მოდელი №4: დოკი («ფიფქია და 7 ჯუჯა»)
შუშა მოცისფრო ელფერით, იდეალურად მრგვალი - მოდის პიკშია. ”ფიფქია და 7 ჯუჯას" დოკი კი მას დიდი ხნით ადრე ატარებდა.
boston club
მოდელი №5: ციპა («წიწილა ციპა»)
ფერადი ჩარჩო — must have-ია, გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე.
Mykita
მოდელი №6: ალისა («ალისა საოცრებათა ქვეყანაში»)
ყოველთვის მომგებიანი ვარიანტი მათთვის, ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების.