სპეციალისტების აზრით, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მეუღლეა უფროსი. მთავარია, რამდენი წელია მათ შორის სხვაობა...
თანატოლები - საოჯახო საქმეებს უკეთესად უძღვებიან, მაგრამ თვითგანვითარებასა და სექსში მოიკოჭლებენ.
1 წელი - წამყვანი როლი ქალს ეკისრება.
2 წელი - ფინანსურად უჭირთ. ურთიერთობა ემოციებზეა აგებული. მათი ნაკლებობა ურთიერთობას წერტილს უსვამს.
3, 6 და 9 წელი - ერთმანეთის შესაძლებლობების სათანადოდ შეფასება უჭირთ. განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და ხშირად კამათობენ.
4 წელი - სულიერი და სექსუალური მხარე ჰარმონიული აქვთ. სტაბილურად გააგრძელებენ ცოლქმრულ ცხოვრებას. თუ განქორწინდებიან კიდეც, მეგობრებად დარჩებიან.
5, 10 და 15 წელი - განსაკუთრებით წარმატებულია თანაცხოვრება, თუ ცოლ-ქმარი ერთ სფეროში მოღვაწეობს.
7 და 14 წელი - ერთმანეთს უმალავენ წვრილმანებსაც კი (შემოსავალს, ჯანმრთელობის მდგომარეობას). იზიდავენ ერთმანეთს, გაყრა იშვიათობაა.
8 წელი - საუკეთესო სხვაობაა. სინაზეც და სექსუალურობაც აკავშირებთ ერთმანეთთან. უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის.
11 წელი - ტრაგიფარს ჰგავს მათი კავშირი. სკანდალს ვნებიანი სექსი ცვლის, შერიგებას - მორიგი სკანდალი. განქორწინებას შეიძლება ისევ ქორწინება მოჰყვეს.
12 წელი - მეუღლეებს დრამატული, მაგრამ საინტერესო ურთიერთობა ელით. ბედნიერ მომენტებში მათზე იდეალური წყვილი ამქვეყნად არ არსებობს.
13 წელი - სულიერება უფრო აკავშირებთ ერთმანეთთან. ერთი პარტნიორი მუდმივად ზრუნავს მეორეზე.
16 წელი - იშვიათი, მაგრამ ბედნიერი კავშირია. კიდევ უფრო ბედნიერია, ვიდრე 4 და 8-წლიანი სხვაობის დროს.