ალბათ, შეამჩნევდით, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან მოდური გახდა ჯანსაღი ცხოვრების წესი და ვარჯიშის სხვადასხვა სახეობა.
ძალიან ბევრმა უარი თქვა დალევასა და მოწევაზე. ახალგაზრდების უმრავლესობამ ყურადღება მიაქცია ჯანსაღ კვებას და გაჩნდა მოდური სიტყვა - მოტივაცია.
იმისთვის, რომ დავიწყოთ ნებისმიერი საქმის კეთება, პირველ რიგში, გვჭირდება მოტივაცია. იმისთვის, რომ ვაკეთოთ რაღაც გამუდმებით, გვჭირდება ჩვევა. როგორც წესი, მოტივაცია ბევრად უფრო მარტივი საკითხია, ვიდრე ჩვევა.
გოგონები წონაში იკლებენ ქორწილისთვის, დაბადების დღისთვის, კორპორატიული საღამოებისთვის და განსაკუთრებით კარგად მუშაობს მოტივაცია - 31 დეკემბერს, როდესაც ნახევარი მსოფლიო საკუთარ თავთან დებს პირობას, რომ ამ ახალი წლიდან აუცილებლად შეცვლის რაღაც მნიშვნელოვანს თავის თავში.
სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში დაპირებები დაპირებებად რჩება. მოტივაცია არსებობს, თუმცა ნებისყოფა - არა.
- როგორ ვიპოვოთ მოტივაცია საკუთარ თავში ? - ეს ძალიან ზოგადი კითხვაა. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველი ადამიანი ინდივიდია, შესაბამისად, საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა, რომელშიც საკუთარი თავის გარდა, ვერავინ დაგეხმარებათ.
ჩემს შემთხვევაში, მოტივაცია სხეულის ფორმები და ხერხემლის ტკივილი იყო. ბავშვობაში მიღებული ტრავმის გამო დღემდე მაწუხებს ხერხემლის ტკივილები, რომელიც ღამე არ მაძინებს, თუმცა დარბაზში ან სახლში თუნდა 30-წუთიანი ვარჯიშის შემდეგ ტკივილს საერთოდ ვეღარ ვგრძნობ, რაც მშვიდი ძილის გარანტიაა ჩემთვის. გაგრძელება