33 წლის გუგა აფციაურის "X ფაქტორის" შესარჩევ კონკურსზე გამოჩენამ უამრავი მსმენელი აღაფრთოვანა, განსაკუთრებით კი, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.
კონკურსანტის გარეგნობამ და სიმღერამ გულგრილი არც მენტორები დატოვა და არც დარბაზში მსხდომი ქალბატონები. რა გეგმები აქვს სამომავლოდ "X ფაქტორის" სიმპათიურ კონკურსანტს და რა ხდება მის პირად ცხოვრებაში, AMBEBI.GE გუგა აფციაურს ესაუბრა:
- გუგა, მაყურებელი 2005 წლის "ჯეოსტარიდან" გიცნობთ. რატომ აღარ გააგრძელეთ სიმღერა?
- მივხვდი, რომ სხვა საქმე უნდა ამერჩია ცხოვრებაში. ამიტომ 22 წლის ასაკში გრაფიკული დიზაინი შევისწავლე, დავოჯახდი და სხვანაირად ვცხოვრობდი. "X ფაქტორში" შემთხვევით მოვხვდი,
ჩემს მეგობარს, ქრისტინე მარტიაშვილს გავყევი გადაღებაზე და მივიღე შემოთავაზება, რაზეც დავთანხმდი. ნამდვილად არ მეგონა, ამდენი წლის მერე ჩემი სიმღერით ასეთ შთაბეჭდილებას თუ მოვახდენდი ჟიურიზე.
- გააგრძელებთ ამის შემდეგ სიმღერას?
- სიამოვნებით. მინდა რომელიმე კარგ ლაუნჯში, თუნდაც კვირაში ერთხელ ვიმღერო. გაგრძელება