იდეალური დიეტა, რომელმაც მსოფლიო სენსაცია მოახდინა! - Marao

იდეალური დიეტა, რომელმაც მსოფლიო სენსაცია მოახდინა!

2017-05-09 15:03:54+04:00

დიეტა-სენსაცია (როგორც მას უწოდეს) ზომიერად დაბალკალორიულია და საკმაოდ ხანგრძლივი. მისი დაცვა 3 კვირამდე შეიძლება. დიეტის ავტორები ირწმუნებიან, რომ კვირაში 3-5 ზედმეტი კილოგრამის მოცილება არის შესაძლებელი, 3 კვირის შემდეგ კი საერთო ჯამში კარგავთ 7-12 კილოგრამს. გარდა ამისა, დაკარგული კილოგრამები უკან არ დაგიბრუნდებათ.

დაბალანსებული დიეტა

გთავაზობთ კვების 1-კვირიან რაციონს. დიეტის მეორე და მესამე კვირა - პირველის გამეორებაა.

1 კვირის რაციონი

1-ლი დღე

საუზმე: ფინჯანი ყავა

სადილი: 2 მოხარშული კვერცხი, ისპანახის სალათა ან მოხარშული სტაფილო ცოტაოდენ ზეთთან ერთად, 1 პომიდორი უმარილოდ.

ვახშამი: 200-250 გრ ზეთზე შემწვარი სტეიკი, ბოსტნეულის სალათა (კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო) ზეთით.

მე-2 დღე

საუზმე: ფინჯანი ყავა, ორცხობილა

სადილი: 100 გრ სტეიკი, ბოსტნეულის სალათა

ვახშამი: 200 გრ უცხიმო ლორი ან მოხარშული ხორცი, ჭიქა კეფირი, მაწონი ან ნატურალური სასმელი იოგურტი.

მე-3 დღე

საუზმე: ფინჯანი ყავა, ორცხობილა

სადილი: 1 სტაფილო, ჭარხალი ან ზეთში შემწვარი ნიახური, 1 პომიდორი, 1 მანდარინი ან ქლიავი, 1-2 ფორთოხალი.

ვახშამი: იგივე, რაც სადილი.

მე-4 დღე

საუზმე: ფინჯანი ყავა

სადილი: მოხარშული კვერცხი, 3 დიდი მოხარშული სტაფილო, 150 გრ ყველი.

ვახშამი: ხილის სალათა. ბანანის მირთმევა არ შეიძლება.

მე-5 დღე

საუზმე: გახეხილი უმი სტაფილო ცოტაოდენი ლიმონის წვენით.

სადილი: 0,5 უცხიმო მოხარშული ან მოთუშული თევზი, 1 პომიდორი.

ვახშამი: 1 მომცრო სტეიკი, ბოსტნეულის სალათა (კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, კიტრი, ბულგარული წიწაკა).

მე-6 დღე

საუზმე: ფინჯანი ყავა.

სადილი: 0,5 კგ ქათამი, მოთუშული ზეთში ან გამომცხვარი ფოლგაში.

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, გახეხილი უმი სტაფილო, ფინჯანი ჩაი.

მე-7 დღე

საუზმე: ფინჯანი მწვანე ჩაი.

სადილი: 150-200 გრ ხბოს ან ძროხის ხორცი, მოთუშული ან მოხარშული, 1 ვაშლი.

ვახშამი: იგივე, რაც სადილი.

შიმშილის გრძნობა ამ დიეტის დროს არ შეგაწუხებთ, რადგან 200 გრ ხორცი ან თევზი, თანაც ბოსტნეულის გარნირით - საკმარისი ულუფაა.

რა თქმა უნდა, ყოველი დიეტის დაწყების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.