ასტროლოგები ფიქრობენ, რომ მამაკაცებს, ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, განსხვავებული სექსუალური ტემპერამენტი და ხასიათის შტრიხები გააჩნიათ.
ამიტომ ქალისთვის ფრიად მნიშვნელოვანია იცოდეს პოტენციური თაყვანისმცემლის ზოდიაქო საიმისოდ, რომ სწორად განსაზღვროს მათი მომავალი ურთიერთობების პერსპექტივა და შეარჩიოს მიდგომა საყვარელ ადამიანთან. თუკი თქვენ სტაბილურ ოჯახზე, დიდ ქორწილზე, ბევრ შვილზე, საკუთარ სახლზე, ერთგულ და შინაყუდა ქმარზე ოცნებობთ, ჩვენი სტატია თქვენთვის ნამდვილად არ არის. მაგრამ თუ თქვენ იმ ქალების რიცხვში ხართ, ვინც სიყვარულში თავგადასავლებს, ექსპერიმენტებს, მუდმივ სიახლეს, სიურპრიზებს და სიმსუბუქეს დაეძებს, გამოგვყევით... დღეს ტყუპზე ვისაუბრებთ, უფრო სწორად, გაგიმხელთ იმ სამ მომაჯადოებელ თვისებას, რის გამოც ტყუპ მამაკაცზე ღირს ქორწინება.
1. ის მახვილგონიერია - ტყუპი მერკურით მართული ნიშანია. ამიტომ მას ყოველთვის აქვს სასაუბრო თემა და არც კომუნიკაბელურობის მხრივ მოიკოჭლებს. მთავარია, თავად თქვენ არ აღიქვათ მისი ეს უზომო კონტაქტურობა ეჭვიანობის თემად. სხვა მხრივ კი, ტყუპთან ნამდვილად არ მოიწყენთ. მას შეუძლია ხასიათი გამოგიკეთოთ, გაგამხნევოთ და გაგამხიარულოთ ყოველ ჯერზე, როცა ცუდ ხასიათზე ხართ.
2. ის მიხვედრილია - არსებობს მოსაზრება, რომ ტყუპი ყველაფერს ამჩნევს, მაგრამ არ იმჩნევს. და ეს მოსაზრება სავსებით სწორია, თუკი მამაკაც ტყუპს დააკვირდებით. იგი გამგებიანი და მიხვედრილია, თუმცა არ ახასიათებს ჩვევა, საკუთარი შეხედულებები მოგახვიოთ თავზე. ამიტომ ამ კაცთან ქალი თავს საოცრად თავისუფლად და კომფორტულად იგრძნობს. გაგრძელება