წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე საინტერესო დეტექტიური ჟანრის ტელესერიალს, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ!
1. მენტალისტი / THE MENTALIST

თოქ-შოუს მსვლელობის დროს მედიუმი პატრიკ ჯეინი სერიულ მკვლელს, წითელ ჯონს დაამცირებს. პასუხად, ის ცოლს და ქალიშვილს მოუკლავს. ტკივილი და შურისძიების წყურვილი პატრიკს კალიფორნიის გამოძიების ბიუროში მიიყვანს, სადაც ის დამოუკიდებელი კონსულტანტი გახდება.
ის იყენებს თავის დაკვირვებულობას და მანიპულაციის უნარებს იმისთვის, რომ ჩახლართული საქმეები გახსნას. ის არასოდეს ივიწყებს დანაკარგს და მთავარ მტერს.
2. შერლოკი / SHERLOCK

არტურ კონან დოილის ცნობილი ნაწარმოების თავისუფალი ადაპტაცია. მოქმედება ჩვენს დროში ვითარდება. სამხედრო ექიმი ჯონ ვოტსონი ავღანეთიდან ლონდონში ბრუნდება. ბინის ძებნის დროს ის გენიოსს, მაგრამ ექსცენტრიკულ კერძო დეტექტივს, შერლოკ ჰოლმსს გაიცნობს. ისინი ერთად ეხმარებიან სკოტლენდ-იარდს ჩახლართული და ბნელი საქმეების გახსნაში.
3. კრიმინალური აზროვნება/ criminal minds

ადამიანის ქცევის ანალიზის ექსპერტების ჯგუფი ეხმარება კრიმინალისტებს, გახსნან ყველაზე ჩახლართული და ჩიხში შესული საქმეები.
ამისთვის აუცილებელია იმის გაგება, თუ რა მოტივები ამოძრავებდა დამნაშავეს.
სპეციალისტები მათ ყოველ ქმედებაში ”იქექებიან” და ცდილობენ, იაზროვნონ კრიმინალურად.
ჯგუფი დამნაშავის და მსხვერპლის ძირითად მახასიათებლებს ადგენს, იყენებს მტკიცებულებებს, ფაქტებს საქმიდან და ინფორმაციის შესაბამის ფსიქოლოგიურ ანალიზს აკეთებს. ეს ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა, რომელიც ფსიქოლოგიის კარგად ცოდნას მოითხოვს. ასეთ დაძაბულ და საშიშ გრაფიკში ბევრი ვერ ინარჩუნებს სტაბილურ და ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას.
ქართულად დუბლირებული სერიების ყურება შეგიძლიათ ტელეარხ GDS-ზე, ყოველდღე: 17:00-18: 00 სთ-ზე, დღეში ორი სერიის.
4. ნამდვილი დეტექტივი / TRUE DETECTIVE

მინი-სერიალი, სადაც ყოველ სეზონში ახალი გმირები და დასრულებული სიუჟეტია წარმოდგენილი.
პირველ სეზონში მოთხრობილია ორი დეტექტივის ისტორია, რომლებიც 17 წლის შემდეგ უბრუნდებიან იდუმალი მკვლელობების საქმეს, რომელიც ლუიზიანაში მოხდა.
5. ფარგო / FARGO

სერიალი მოულოდნელი და ჩამთრევი სიუჟეტით. მას თან ახლავს შავი იუმორი. პირველ სეზონში ნაჩვენებია პატარა ქალაქის ისტორია, სადაც სასტიკი, ცივსისხლიანი მკვლელი მოხვდება, რომელიც ადგილობრივი მცხოვრებლების ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს.
იხილეთ ასევე: საუკეთესო ციტატები სერიალიდან ”კრიმინალური აზროვნება”
7 მოულოდნელი ფაქტი სერიალზე "კრიმინალური აზროვნება"
როგორ უნდა შეაღწიო დამნაშავის გონებაში
იაზროვნე, როგორც დამნაშავემ
საუკეთესო ეპიზოდები სერიალიდან ”კრიმინალური აზროვნება”