დაახლოებით ერთი თვის წინ გადაცემა "პროფილის" მეშვეობით თამუნა მუსერიძის შესახებ ისეთი ინფორმაცია გახდა ცნობილი, რომელმაც ბევრი გააოცა.
თამუნამ თავად გადაწყვიტა, მაყურებლისთვის მოეყოლა, რომ ადამიანები, რომლებმაც გაზარდეს, მისი ბიოლოგიური მშობლები არ ყოფილან. ამის შესახებ თამუნამაც აღმზრდელი დედის გარდაცვალების შემდეგ გაიგო. მას შემდეგ ბიოლოგიური დედის აქტიურ ძიებაშია..
დღეს თამუნამ "ფეისბუქზე" ვიდეომიმართვა, სახელწოდებით "გამარჯობა "დედა" გაავრცელა, რომელშიც ბიოლოგიურ დედას მადლობას უხდის იმისთვის, რომ გააჩინა, იმისთვის, რომ საშუალება მისცა, კარგ ოჯახში აღზრდილიყო და სთხოვს, ანონიმურად მაინც დაუკავშირდეს, რათა გაიგოს, ვინაა სინამდვილეში. განაგრძეთ კითხვა