იურმალაში დღეს, 25 ივლისს ალა პუგაჩოვას საღამო გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფი A'Studio-ც მიიღებს.
ჯგუფის ქართველმა სოლისტმა MIX TV-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ისაუბრა იმაზე, თუ რას ჩაიცვამს პრიმადონას საღამოზე და როგორ საჩუქარს გაუკეთებს იგორ კრუტოის. ქეთა თოფურიამ, სპეციალურად იურმალასთვის, საკუთარი დიზაინით კაბა შექმნა.
ჟურნალისტმა თოფურიას კითხვა პირად ცხოვრებაზეც დაუსვა და დაინტერესდა, რამდენად ახერხებს მომღერალი დატვირთული რეჟიმისა და ოჯახური ცხოვრების შეთავსებას: "ყველაფერი კარგადაა. ჩემმა ქმარმა თავიდანვე იცოდა, ვინც მოჰყავდა ცოლად...", - ხუმრობით აღნიშნა მომღერალმა. იხილეთ ვიდეო