11 ლაიფჰაკი: როგორ მოვასწროთ მეტი საქმე იგივე დროში - Marao

11 ლაიფჰაკი: როგორ მოვასწროთ მეტი საქმე იგივე დროში

2020-10-13 10:50:49+04:00

თანამედროვე ცხოვრებაში დროის უკმარისობას ყველა განიცდის. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, მეტის გაკეთება მოასწროთ ცოტა დროში.
Image result for woman cleaning gif

  1. ჭურჭელი ნიჟარაში ჩადებისთანავე გარეცხეთ, ნუ დაელოდებით, სანამ იგი მთლიანად გაივსება.
  2. ერთდროულად რამდენიმე საქმეს ნუ გააკეთებთ. ბოლომდე ვერც ერთს ვერ მიიყვანთ.
  3. ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია.
  4. წესრიგი დაიცავით სამუშაო მაგიდაზე. ეცადეთ, ნაკლებად დატვირთოთ წვრილ-წვრილი ნივთებით, რომ ნაკლები მტვერი დაგროვდეს.
  5. ნუ მიყრით-მოყრით სამოსს საძინებელში. ეცადეთ, ყველაფერი კარადაში გქონდეთ ჩამოკიდული ან სკამზე გადაფენილი.
  6. ყოველთვის ჩაინიშნეთ კალენდარში შეხვედრები, მნიშვნელოვანი საქმეები.
  7. შეხვედრასა და შეხვედრას (საქმიან, მეგობრულ) შორის დაიტოვეთ 15-20 წუთი, რათა ცოტა დაისვენოთ და არც სირბილი მოგიწიოთ.
  8. დაინიშნეთ დრო, 20 წუთი ერთი საქმე აკეთეთ. ნუ მოცდებით ფანჯარაში ყურებაზე. დროის გასვლის შემდეგ 10 წუთი დაისვენეთ და ისევ 20 წუთი იმუშავეთ.
  9. ნუ ეცდებით ყველაფრის ბრწყინვალედ გაკეთებას, კარგად შესრულებული საქმეც დაფასდება.
  10. ნუ მოგერიდებათ და დაიხმარეთ ახლობლები. მოკლე დროში ერთად უფრო ბევრ საქმეს გააკეთებთ, ვიდრე მარტო.
  11. წერილების სანახავად და ჩატის შესამოწმებლად გამონახეთ კონკრეტული დრო. ყოველ წუთს თუ ფოსტას, მიმოწერას შეამოწმებთ, საქმეს ვეღარ შეასრულებთ.