თანამედროვე ცხოვრებაში დროის უკმარისობას ყველა განიცდის. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, მეტის გაკეთება მოასწროთ ცოტა დროში.
- ჭურჭელი ნიჟარაში ჩადებისთანავე გარეცხეთ, ნუ დაელოდებით, სანამ იგი მთლიანად გაივსება.
- ერთდროულად რამდენიმე საქმეს ნუ გააკეთებთ. ბოლომდე ვერც ერთს ვერ მიიყვანთ.
- ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია.
- წესრიგი დაიცავით სამუშაო მაგიდაზე. ეცადეთ, ნაკლებად დატვირთოთ წვრილ-წვრილი ნივთებით, რომ ნაკლები მტვერი დაგროვდეს.
- ნუ მიყრით-მოყრით სამოსს საძინებელში. ეცადეთ, ყველაფერი კარადაში გქონდეთ ჩამოკიდული ან სკამზე გადაფენილი.
- ყოველთვის ჩაინიშნეთ კალენდარში შეხვედრები, მნიშვნელოვანი საქმეები.
- შეხვედრასა და შეხვედრას (საქმიან, მეგობრულ) შორის დაიტოვეთ 15-20 წუთი, რათა ცოტა დაისვენოთ და არც სირბილი მოგიწიოთ.
- დაინიშნეთ დრო, 20 წუთი ერთი საქმე აკეთეთ. ნუ მოცდებით ფანჯარაში ყურებაზე. დროის გასვლის შემდეგ 10 წუთი დაისვენეთ და ისევ 20 წუთი იმუშავეთ.
- ნუ ეცდებით ყველაფრის ბრწყინვალედ გაკეთებას, კარგად შესრულებული საქმეც დაფასდება.
- ნუ მოგერიდებათ და დაიხმარეთ ახლობლები. მოკლე დროში ერთად უფრო ბევრ საქმეს გააკეთებთ, ვიდრე მარტო.
- წერილების სანახავად და ჩატის შესამოწმებლად გამონახეთ კონკრეტული დრო. ყოველ წუთს თუ ფოსტას, მიმოწერას შეამოწმებთ, საქმეს ვეღარ შეასრულებთ.