დამწყები დიასახლისები ხშირად მაცივარში შეხედვისას, აღმოაჩენენ ხოლმე პროდუქტებს, რომლებიც გაფუჭებას იწყებს ან უკვე გაფუჭებულია.
ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, გთავაზობთ რამდენიმე ნაცად ხრიკს, რომლებიც ხილსა და ბოსტნეულს დიდხანს შეუნარჩუნებს სიქორფეს.
![](/media/images/stories/2019_new/siaxle/76d99a0e393b14725cb945e39221e568.jpeg)
პროდუქტების მაცივარში შენახვა
ბულგარული წიწაკა
![как спасти свою жизнь](https://takprosto.cc/wp-content/uploads/h/hranenie-produktov-v-holodilnike/2.jpg)
გამოცდილმა მზარეულებმა იციან, რომ ბულგარული წიწაკა განსაკუთრებულად უნდა შეინახო: შეახვიო თითოეული ქაღალდის ხელსახოცში.
მარწყვი
![как спасти свою жизнь](https://takprosto.cc/wp-content/uploads/h/hranenie-produktov-v-holodilnike/3.jpg)
მარწყვის შენახვა დიდად არ განსხვავდება წიწაკის შენახვისგან. რა თქმა უნდა, თითოეული ნაყოფის ცალ-ცალკე შეფუთვა არ არის საჭირო, საკმარისია, ჯამში ჩააფინოთ ხელსახოცები.
ბადრიჯანი
![как спасти свою жизнь](https://takprosto.cc/wp-content/uploads/h/hranenie-produktov-v-holodilnike/4.jpg)
ეს ბოსტნეული ძალიან მგრძნობიარეა ტემპერატურისა და სინათლის ცვალებადობისადმი. ამიტომ უნდა შეინახოთ მაცივარში მწკრივად და დააფაროთ ტომრის ნაჭერი.
კიტრი
![как спасти свою жизнь](https://takprosto.cc/wp-content/uploads/h/hranenie-produktov-v-holodilnike/5.jpg)
მოათავსეთ კიტრი პოლიეთილენის პარკში და დააფარეთ სველი მარლა, რათა დიდხანს გაგიძლოთ.
პომიდორი
![как спасти свою жизнь](https://takprosto.cc/wp-content/uploads/h/hranenie-produktov-v-holodilnike/6.jpg)
პომიდორი დიდხანს შეინარჩუნებს სიქორფეს, თუ ყუნწებით მაღლა დაალაგებთ და სათითაოდ ქაღალდს შემოახვევთ.
სტაფილო
![как спасти свою жизнь](https://takprosto.cc/wp-content/uploads/h/hranenie-produktov-v-holodilnike/7.jpeg)
სტაფილოს სიქორფეს 14 დღემდე შეუნარჩუნებთ, თუ კონტეინერში ჩაასხამთ წყალს და მოათავსებთ მასში გარეცხილ ბოსტნეულს.
ბოლოკი
![как спасти свою жизнь](https://takprosto.cc/wp-content/uploads/h/hranenie-produktov-v-holodilnike/8.jpg)
ბოლოკის სიქორფის შენარჩუნება შესაძლებელია 7 დღემდე. ამისათვის შუშის ქილაში ჩაასხით 2 ს.კ. წყალი, მოათავსეთ ბოლოკი და დააფარეთ პოლიეთილენის თავსახური.
ავოკადო
![как спасти свою жизнь](https://takprosto.cc/wp-content/uploads/h/hranenie-produktov-v-holodilnike/9.jpg)
თუ დაუმწიფებელი ავოკადო შეიძინეთ, მოათავსეთ ქაღალდის პარკში და ოთახის ტემპერატურის პირობებში დატოვეთ რამდენიმე დღით. როდესაც ნაყოფი დამწიფდება, მოათავსეთ პარკში ზიპ-ჩამკეტით და შეინახეთ მაცივარში.
სატაცური
![как спасти свою жизнь](https://takprosto.cc/wp-content/uploads/h/hranenie-produktov-v-holodilnike/10.jpg)
სატაცურის შეძენისას, მოათავსეთ წყლიან ჭიქაში და შემდეგ მაცივარში. ამგვარად, მის ვარგისიანობის ვადას ორჯერ გაზრდით.
ბროკოლი და ფერადი კომბოსტო
![как спасти свою жизнь](https://takprosto.cc/wp-content/uploads/h/hranenie-produktov-v-holodilnike/11.jpg)
ამ ბოსტნეულს უყვარს სინესტე. ვარგისიანობის ვადის გასახანგრძლივებლად, მოათავსეთ ბროკოლი ან ფერადი კომბოსტო წყალში და დააფარეთ სველი ხელსახოცი. გამოუცვალეთ სითხე ხშირად.
ნიახური
![как спасти свою жизнь](https://takprosto.cc/wp-content/uploads/h/hranenie-produktov-v-holodilnike/12.jpg)
შეახვიეთ ნიახური ფოლგაში და მოათავსეთ მაცივარში.