რომ ამბობენ, ლამაზი ქალი მამაკაცის სამკაულიაო, გაგიგიათ? ეს გამოთქმა ზუსტად შეეფერება მერაბ ამზოევსა და მის ულამაზეს მეუღლეს, სოფია ქავთარაძეს.
ლამაზმანს ჩვენთან საუბრის დროს მამაკაცის სამკაულზე არაფერი უთქვამს, პირიქით კი, ქალის სამკაულად კარგი მამაკაცი დაასახელა. მომღერლის პოპულარობაში დიდი წვლილი მიუძღვის ცოლს, რომელმაც ეკრანზე გამოჩენისთანავე დიდი ყურადღება მიიქცია თვალისმომჭრელი ვიზუალით.
- რომ არა მოდა, როგორი იქნებოდა მსოფლიო ?
- უფერული.
- ლამაზ სხეულში ლამაზი სულია ?
- მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის არა.
- თქვენი ყოველდღიურობა მაკიაჟის გარეშე წარმოგიდგენიათ ?
- რა თქმა უნდა, კი. სახეს დასვენება სჭირდება.
- ქალისთვის ყველაზე ბედნიერი წლები...
- ოცდაათიდან ორმოცდახუთ წლამდე, რადგან მაგ ასაკში სიამოვნება გაორმაგებულია. ქალი უფრო ჩამოყალიბებული და ჭკვიანია.
- ქალი ყველაზე მოდური არის, როცა..
- გვერდით ჰყავს ისეთი მამაკაცი, როგორიც უნდა და აკმაყოფილებს ფიზიკურად. კაცები ჩვენი სამკაულები არიან.
- რომ არა კაცები, ქალი მოდას აყვებოდა ?
- ქალების ორმოცდაათი პროცენტი იცვამს მეორე ქალის გულის გასახეთქად (იცინის). რა თქმა უნდა, რომ არა კაცები, ქალები მაინც მოდურად ჩაიცვამდნენ.
- გაქვთ ფერი, რომელსაც არ ღალატობთ?
- არა, არ მაქვს ფერები ამოჩემებული, ყოველთვის ვღალატობ.
- მოვლილი ქალის თქვენეულ ფორმულას ხომ არ გაგვიმხელდით ?
- მოვლილი და სუფთა კანი, მოვლილი და სუფთა თმა, მოვლილი და სუფთა ფრჩხილები, ტანზე გაცლილი ბეწვი, კარგი სუნამო და სუფთა ტანსაცმელი.
- ფიტნესი რა როლს ასრულებს თქვენს და ზოგადად 21-ე საუკუნის ადამიანის ცხოვრებაში ?
- ფიტნესი 21 სუკუნის აფეთქებაა. მეც მივყვები სისტემატიურად, კარგი ფორმები მომწონს.
- საყვარელსა და მავნე ჩვევას ხომ არ გაგვიმხელთ...
- საყვარელი ჩვევაა ცხენზე ჯირითი, ცუდ ჩვევას რაც შეეხება, ადამიანების ნერვების მოშლა მიყვარს, ხანდახან (იცინის).
-”სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო”, სტერეოპიტიპია თუ არა ? რას იტყვით თქვენი გამოცდილებიდან ამის შესახებ ?
- სილამაზე ფულს მოითხოვს და არა მსხვერპლს.
- შეცვლიდით რამეს საკუთარ გარეგნობაში და თუ შეცვლიდით რას ?
- ტატუს გავიკეთებდი. ძალიან მინდა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი, ნემსის მეშინია.
- მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე მეტად თავდაჯერებული ხართ თუ უბრალოდ კედებში ?
- მაღალ ქუსლიანებზე.
- რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი აქსესუარი და რაიმე მოგონებას ხომ არ უკავშირდება ?
- ყელსაბამი, უსასრულობის სიმბოლო, მეუღლემ მაჩუქა და ხუთი წელია მიკეთია.
- ის, თუ რა დევს ჩანთაში, ხშირად ქალის ხასიათს განსაზღვრავს. გაგვიმხელთ, რის პოვნა შეიძლება ყოველთვის, თქვენს ჩანთაში?
- საფულე და ტუჩსაცხი.
მერიემ კაკაურიძე
იხილეთ ასევე: რისი პოვნა შეიძლება ყოველთვის ნინი ონიანის ჩანთაში და რას შეცვლიდა ის საკუთარ გარეგნობაში?