ელემენტარული ლაიფჰაკი დაგეხმარებათ, ამინდის მიუხედავად, თმა მუდამ იდეალურად გქონდეთ.
1. ბალზამი თმაზე დაბანამდე წაისვით
შეცვალეთ ჩვეული რიტუალი. დაბანამდე 10 წუთით ადრე წაისვით თმაზე ბალზამი. შედეგად მიიღებთ რბილ, დამჯერ და მოცულობაში გაზრდილ თმას.
2. სოდიანი წყალი
1 წილი სოდა ორ წილ წყალზე გაგაოცებთ ლამინირების ეფექტით.
3. ალოეს ნიღაბი
ალოეს 1-2 ცალი ფოთოლი ფაფად აქციეთ და თმის ბოლოებში შეიზილეთ. ბოლოები აღარ დაიყოფა.
4. მუსი სწორად წაისვით
მუსი წაუსვით სავარცხელზე და ჩამოისვით თმაზე. ასე თანაბრად გადასწორდება.
5. ფიქსაცია ხელით
ლაქდასხმულ თმას თითებით სასურველ ფორმას მისცემთ.
6. შამპუნის რაოდენობა
თმის დაბანისას უნდა გამოიყენოთ შამპუნისა და ბალზამის გარკვეული რაოდენობა, 1 ჩაის კოვზი.
7. თმის დახვევისას აპარატი ვერტიკალურად უნდა გეჭიროთ, რათა თმამ სწორი ფორმა მიიღოს.
8. დახვევის დრო
დიდხანს ნუ გაიჩერებთ თმას სახვევზე, არ დაიწვათ თმა.
9. დაასვენეთ თმა
თუ არსად მიდიხართ, თმა დრეკადი ზამბარით დაიხვიეთ, რათა დასახვევი აპარატისგან დაისვენოს.
10. გამოიყენეთ თმის სარჭი
დააფიქსირებს ყველაზე ურჩ თმასაც კი.
11. გაითვალისწინეთ ვარცხნილობა
თუ თმა ლამაზად აღარ დგება, დროა, სტილისტს დაურეკოთ, შეჭრაზე ჩაეწეროთ და თმას ფორმა შეუცვალოთ.