თუკი ასტროლოგიურ პერიპეტიებში ასე თუ ისე ერკვევით, გეცოდინებათ, რომ ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს, როგორც ნეგატიურს, ისე პოზიტიურს, ხშირად განაპირობებს პლანეტების განლაგება ამა თუ იმ კონკრეტულ ნიშანში მოცემული ტრანზიტისას.
თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს იმის აღნიშვნაც, რომ ადამიანი საკუთარი ბედის მჭედელი თავად არის და პლანეტების განლაგება მარტოოდენ დამხმარე ფუნქციას ასრულებს საიმისოდ, რომ მან საკუთარი ცხოვრება მაქსიმალურად წარმატებით წარმართოს. 2017 წელს ასტროლოგები, ზოგადად, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მეტ-ნაკლებად პოზიტიურ წლად მოიაზრებენ, როგორც პირადი, ისე ფინანსური ცხოვრების თვალსაზრისით. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ წელსაც ეყოლება საკუთარი "ფავორიტები".
წლის ფავორიტი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მორიელი იქნება. უკვე 2017 წლის მეორე ნახევრიდან - კერძოდ, ოქტომბრიდან, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რეალურად მიეცემათ შანსი, ფრთები შეასხან ყველაზე თამამ პროექტებსა და წამოწყებებს. პლანეტა იუპიტერი, რომელიც 2017 წელს მორიელის ზოდიაქოში გადადის, აუცილებლად მისცემს მორიელებს ფორას საიმისოდ, რომ ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გამოისწორონ ან სულაც გამდიდრების პოტენციალს გამოჰკრან ხელი. გაგრძელება