მათ ყველდღიურად ვიყენებთ, თუმცა, არ ვიცით, რა საფრთხე გვემუქრება ბინძური ნივთებისგან.
ზოგიერთი ნივთზე იმაზე მეტი ბაქტერიაა, ვიდრე თქვენ გგონიათ.
ჩანთა
ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჩანთა, რომელსაც ყოველდღიურად ვატარებთ, იმაზე მეტ ბაქტერიას ინახავს, ვიდრე უნიტაზის თავსახური.
გათავისუფლდით უსარგებლო ფურცლებისა და ნივთებისგან, თავად ჩანთა, თუ ნაჭრისაა, კვირაში ერთხელ გარეცხეთ, ტყავისა კი - საწმენდი საშუალებით დაამუშავეთ.
საფულე
"ფული ხელის ჭუჭყია" ეს ფრაზა ყველამ ვიცით, მაგრამ იცით, რომ საფულეში მოხვედრილი ფული ბაქტერიებითაა მდიდარი. ჩანთის მსგავსად ისიც სისტემატიურ გასუფთავებას საჭიროებს.
სპორტული ჩანთა
ბაქტერიული ბომბაა. რეგულარულად გარეცხეთ, კარგად გააშრეთ და დეზინფექციული საშუალებით დაამუშავეთ.
მობილური ტელეფონი
ყოველდღიურ, ყველაზე ჭუჭყიან ნივთადაა აღიარებული. მასში იმაზე მეტი ბაქტერიაა, ვიდრე საზოგადოებრივი ტუალეტის კარის სახელურზე. სპირტით აკურატულად დაამუშავეთ მთლიანი კორპუსი.
მაკიაჟის ფუნჯები
მათზე გროვდება კანის უჯრედები, ბაქტერიები, ჭუჭყი, მტვერი... რეგულარულად გარეცხრეთ და კარგად გააშრეთ. დაამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით.
კბილის ჯაგრისი
ცვალეთ 3-4 თვეში ერთხელ. გამოყენების შემდეგ სარეცხის საპნით გარეცხეთ, გააშრეთ და შეინახეთ ჰერმეტულ ადგილას.
ძვიფასეულობა
ჭუჭყის ბუდეა, განსაკუთრებით ბეჭდები. ნუ გაიკეთებთ ბეჭდებს სამსახურში თუ სამედიცნო ან კვების სისტემაში მუშაობთ. ხელების დაბანისას მოიხსენით ბეჭდები და კარგად დაამუშავეთ.
კლავიატურა
შეიძლება კლავიატურაზე არ ჭამთ, მგრამ სუნთქავთ, ახველებთ ან აცემინებთ, გარდა ამისა, მასში გროვდება თმის ღერები, ფრჩხილის ქვეშ არსებული ჭუჭყი. ბოლოს როდს გაწმინდეთ? გაწმინდეთ რეგულარულად აკურატულად სპირტისშემცველი ხელსახოცებით.