გასულ კვირას ალა პუგაჩოვას შვილიშვილის, ნიკიტა პრესნიაკოვის ქორწილი გაიმართა. 26 წლის მუსიკოსმა 20 წლის ალიონა კრასნოვაზე იქორწინა, რომელსაც 4 წელი ხვდებოდა. პატარძალი - გაშლილ, მაქმანიან საქორწინო კაბაში, საქმრო კი კლასიკურ სმოკინგში იყო გამოწყობილი.
მდიდრულ ქორწილს ორგანიზება ქრისტინა ორბაკაიტემ გაუწია - ალიონასთან ერთად ის ყველა დეტალს განიხილავდა, შემდგომ კი თვალყურს ადევნებდა, რომ ყველაფერი იდეალურად გამოსულიყო.
წვეულებას 200 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავებიც.
წყვილს ბებომ და მშობლებმა მოსკოვის ცენტრში 60 მლნ რუბლის ღირებულების ბინა და 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აჩუქეს. იხილეთ ფოტოები ქორწილიდან...