ყველა ზაფხულს თავისი ისტორია აქვს... ყველა ადამიანს საზაფხულო შოპინგი უყვარს... და, ასევე, არავინ იტყოდა უარს საბერძნეთში, მიკონოსზე დასვენებაზე...
ამ სამი მოვლენის ერთმანეთთან დაკავშირება თბილისის ყველაზე დიდმა სავაჭრო ქალაქმა ”ისთ ფოინთმა” სცადა. ისინი, ვინც ”ისთ ფოინთში” იშოპინგებენ, საჩუქრად მიიღებენ Miss ANOUKI-ს დიზაინით დამზადებულ საზაფხულო ჩანთას, მათგან ერთ-ერთი კი დასაჩუქრდება ორკაციანი საგზურით მიკონოსზე.
შოპინგი განტვირთვისა და რელაქსაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. საჩუქრები შოპინგისთვის კი, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია. ”ისთ ფოინთი” ახალ გამოწვევაში იწვევს ყველას, ვისაც საჩუქრების მიღება სურს. წესები საკმაოდ მარტივია.
გამოწვევაში ჩართვა 25 ივლისიდანაა შესაძლებელი. კვირის ნებისმიერ დღეს სავაჭრო ქალაქში, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებში მინიმუმ 200 ლარის დახარჯვის შემთხვევაში, საინფორმაციო ცენტრში საჩუქრად გადმოგეცემათ Miss ANOUKI-ს დიზაინით დამზადებული საზაფხულო ჩანთა.
თუმცა ეს ყველაფერი არაა. მიღებული საჩუქრით გადაიღეთ ფოტო, რომელსაც 27 აგვისტომდე Facebook-ზე საჯარო პოსტად ატვირთავთ ჰეშთეგით #ყველაზაფხულსთავისიისტორიააქვს #EastPointSummer. აქვე უნდა დაწეროთ ზაფხულთან დაკავშირებული თქვენი საყვარელი ისტორია.
28 აგვისტოს ყველა ისტორია, რომელიც საჯარო იქნება, თავს მოიყრის ”ისთ ფოინთის” Facebook-გვერდზე ალბომში „ყველა ზაფხულს თავისი ისტორია აქვს“. 4 სექტემბერს ამ ალბომიდან გამოვლინდება ხალხის რჩეული, რომელიც დასაჩუქრდება 2-კაციანი საგზურით მიკონოსზე, საბერძნეთში.
დამატებითი პირობები: გამარჯვებულმა უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა; კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.
”ისთ ფოინთის” გამოწვევა უკვე დაწყებულია და სოციალურ ქსელში ნელ-ნელა აქტიურდება ჰეშთეგები #ყველაზაფხულსთავისიისტორიააქვს #EastPointSummer.
გამოწვევა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ მასში საზოგადოების ცნობილი სახეები, მათ შორის, მსახიობები, მომღერლები და ჟურნალისტებიც უკვე ჩართულები არიან.
R