როგორ გგონიათ, ფულის კეთების ნიჭი და ალღო გარკვეული ნიჭია თუ წლების მანძილზე გამოცდილებისა და გარემოებების შედეგად გამომუშავებული უნარი?
ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელიც ჩანასახშივეა დაჯილდოებული დიდი ფულის კეთების უნარითა და სურვილით. დღეს ზუსტად ამ ტიპის ადამიანებზე გიამბობთ.
კირჩხიბი - რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ ერთი შეხედვით მორცხვ და მორიდებულ ადამიანებს ფულის საშოვნელად დიდ რისკზე შეუძლიათ წასვლა. კირჩხიბს ფული უყვარს. ამასთან ერთად, იგი არც არასოდეს მალავას ამ სიყვარულს კუპიურების მიმართ. კირჩხიბი ჭკვიანი და წინდახედული ბიზნესმენია. შესაბამისად, არასოდეს გადადგამს გაუაზრებელ ნაბიჯს ფინანსური კუთხით ისე, თუ საკმარისად არ დაიზღვია თავი. ეს ხალხი ხშირად მდიდრდება კვების მრეწველობის, რესტორნების ქსელის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის მეშვეობით.მორიელი - დაგეშილია სხვისი ფულით გამდიდრებაზე. ამასთან ერთად, ოსტატურად ახერხებს ამას. მორიელებს უყვართ ექსტრიმი და ცეცხლთან თამაში. შესაბამისად, თავს ვერ დავდებთ იმაზე, რომ მორიელის აქტივები უკლებლივ პატიოსანი შრომით მოპოვებულია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ეხერხებათ საბიუჯეტო და საერთო სახსრების ოსტატურად მართვა. ისინი ხშირად მდიდრდებიან კონტრაბანდული ბიზნესით, ან ე.წ. ფულის გათეთრებით არიან დაკავებულნი. მათი დიდი ნაწილი კარგ ფულს შოულობს ექსტრიმით, დამკრძალავი ან სარიტუალო საქმიანობით, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხებით. გაგრძელება