სიყვარულს თავისი ზოდიაქალური ასაკი აქვს. თითოეული პერიოდი შვიდ წელს გრძელდება. გაიგეთ, რომელ ასაკში გეწვევათ ნამდვილი სიყვარული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი (7 წლამდე)
უყვარს მხოლოდ საკუთარი თავი და სხვების სიყვარულსაც საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად იყენებს.
კურო (7-17)
სიყვარული და გრძნობები ბობოქრობენ. პარტნიორად მკვეთრი გარეგნობის ობიექტს ირჩევენ. დროის გასვლის შემდეგ სილამაზე და სექსუალურობა მეორეხარისხოვანი ხდება და ადგილს კარიერა და ბიზნესი იკავებს.
ტყუპი (14-21)
რომანტიკული გრძნობებისა და ემოციების მორევი. პარტნიორში მნიშვნელოვანია ინტერესები, შეხედულებები, ხასიათი. ქორწინება ხანმოკლეა.
კირჩხიბი (21-28)
მყარი ქორწინების ასაკია. სიყვარული გონებას აღარ ბინდავს. წყვილი ცდილობს, პარტნიორი მზრუნველობით შეინარჩუნოს.
ლომი (28-35)
სიყვარულში ექსპერიმენტების დრო დგება. ადამიანს ვნება და სიყვარული თავბრუს ახვევს. სურს, პარტნიორი მასზე ზრუნავდეს.
ქალწული (35-42)
ადამიანი ოჯახს გააზრებულად ქმნის. ცხოვრების მეგზურად საიმედო და მზრუნველ პარტნიორს ეძებს. ხშირია ანგარიშიანი ქორწინებაც.
სასწორი (42-49)
მეორე ნახევრის ძიების აქტიური ეტაპი იწყება. ზოგიერთი ოჯახსაც კი ანგრევს იდეალური სიყვარულის ძიებაში.
მორიელი (49-56)
პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობა სურთ. მათი კავშირი ვნებისა და მაგიის სინთეზია.
მშვილდოსანი (56-63)
ყველას შეყვარება სურს. აქტიურად ეძებს საბედოს. საკუთარ სიყვარულს მეტად გამოხატავს შემოქმედებაში.
თხის რქა (63-70)
იდეალური სიყვარულის პერიოდია. პარტნიორი მშობელივით გიცავთ, თქვენზე მზრუნველი და თქვენი მფარველია.
მერწყული (70-77)
მეგობრობისა და სიყვარულის ეტაპი. პარტნიორები ცდილობენ, ერთმანეთი ენერგიით, ცხოვრებისეული გამოცდილებით აავსონ.
თევზები (77-84)
პარტნიორები არ ცდილობენ ერთმანეთის შეცვლას. ბედნიერები არიან ყოველი დღით, ერთმანეთთან ურთიერთობით. ბავშვური გულწრფელობით უყვართ და ეპრანჭებიან ერთმანეთს.