ყავისგან დამზადებული 5 სუპერეფექტური ნიღაბი, რომლებიც ძვირად ღირებულ პროცედურებს ჩაანაცვლებს - Marao

ყავისგან დამზადებული 5 სუპერეფექტური ნიღაბი, რომლებიც ძვირად ღირებულ პროცედურებს ჩაანაცვლებს

2017-08-10 13:24:04+04:00

ყავის მარცვლებს გამწმენდი და მატონიზირებელი თვისებები გააჩნია. მისგან დამზადებული შინაური ნიღბები არა მხოლოდ შეუნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს, არამედ ბანალურ მოვლას ნამდვილ სპა-პროცედურად აქცევს.

გთავაზობთ 5 მარტივ რეცეპტს, რომლებსაც შინაურ პირობებში იოლად მოამზადებთ.

გამწმენდი

შეურიეთ თანაბარი რაოდენობით მცენარეული ზეთი და ყავის ნალექი, დაამატეთ თითო მწიკვი მარილი და დარიჩინი. წაისვით ნიღაბი სახეზე და ყელზე მასაჟის მოძრაობებით. 10 წუთში დაიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი შესანიშნავად გაწმენდს ფორებს, ხელს შეუშლის გამონაყარის წარმოშობას.

მკვებავი

შეურიეთ თითო ჩ.კ. ყავის ნალექი და არაჟანი. დაუმატეთ 5 მლ მცენარეული ზეთი. წაისვით მიღებული მასა სახეზე, 10 წუთში დაიბანეთ გრილი წყლით. ეს ნიღაბი კარგად კვებავს სახეს და აცილებს მკვდარ უჯრედებს. უხდება მშრალ და ნორმალურ კანს.

გამაახალგაზრდავებელი

3 ს.კ. მდნარი თაფლი კარგად მოურიეთ 1 ჩ.კ. დაფქულ ყავასთან. წაისვით სახეზე. 25 წუთში დაიბანეთ თბილი წყლით. ეს გახლავთ ძვირად ღირებული აინტიეიჯ-საშუალებების შესანიშნავი ალტერნატივა.

ვიტამინიზირებული

შეურიეთ თანაბარი პროპორციებით 1 ს.კ. დაფქული ყავა და მწვანე ვაშლის რბილობი. დაამატეთ 10 მსხვილი ყურძნის მარცვლის რბილობი კანის გარეშე. წაისვით სახეზე, 15 წუთში დაიბანეთ. ვიტამინების მარაგი გარანტირებულია!

ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის

შეურიეთ 1 ჩ.კ. ყავა და 1 ს.კ. თეთრი ან ცისფერი თიხა. დაუმატეთ თბილი ადუღებული წყალი, ისე, რომ სქელი არაჟნის კონსისტენციის მასა გამოვიდეს. წაისვით სახეზე. ერიდეთ თვალების ირგვლივ კანს. 20 წუთში დაიბანეთ. ეს ნიღაბი შესანიშნავად უმკლავდება ცხიმიან ბზინვარებასა და ანთებას.