როგორც ცნობილია, ფრანგი ქალები ბუნებრივი სილამაზით გამოირჩევიან: დაუდევარი ხვეული თმა, მსუბუქი მაკიაჟი და არაჩვეულებრივი შარმი. ჩვენ ფრანგული მაკიაჟის 7 საიდუმლოს გაგიმხელთ.
მსუბუქი ტონალური
სახეზე მხოლოდ არასრულყოფილების დასაფარავად იყენებენ. კანი უნდა სუნთქავდეს.
მბზინვარე კანი
სახე არ უნდა იყოს მქრალი, ნიღაბივით. თუმცა, ძალიანაც ნუ გაიპრიალებთ. მცირე ბზინვარება უხდება ყვრიმალებს, ნიკაპსა და შუბლს.
დელიკატური "რუმიანა"
საუკეთესო აქსესუარია თავგადასავლებთან ან მეგობრებთან შესახვედრად. ესეც მცირე დოზით უნდა გამოიყენოთ.
აქცენტი თვალებზე
ნამდვილი ფრანგული შიკი იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ ერთი შტრიხით შეცვალოთ დღის მაკიაჟი საღამოზე. შავი ან ყავისფერი ტუში მზერას გამოკვეთს, თვალის ფერს გაამუქებს.
ნაკოცნი ტუჩების ეფექტი
პომადა სქლად არ უნდა გადაისვათ. ისეთი ეფექტი უნდა ჰქონდეს, თითქოს უკვე გადაგივიდათ კოცნისგან ან ღვინის დალევისას, კრუასანის ჭამისას. ცენტრში კი მცირე ბზინვარება დაიტოვეთ.
სქელი წარბები
რომანტიკულ იერს ანიჭებს გოგონებს. თუ სქელი წარბები არ გაქვთ, ჩრდილებით ან ფანქრით გაიმუქეთ.
აკურატული მანიკიური
ფრანგული მანიკიური მოდურიცაა და სადაც. ამასთანავე, თითები მოვლილია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ღია ვარდისფერი ან გამჭვირვალე ლაქი.