როცა ეს სამი ტყუპი დაიბადა, ორი მათგანი ერთმანეთზე იყო შეწებებული.
სამი და - მეისი, მაკენზი და მედლინი კალიფორნიაში დაიბადნენ. პირველი ორი ახალშობილი სიამის ტყუპი აღმოჩნდა, რაც 200 000 მშობიარობიდან ერთხელ ხდება.
სამწუხაროდ, მშობლებმა მათზე უარი თქვეს, რადგან გადაწყვიტეს, რომ ბავშვებზე ზრუნვას ვერ შეძლებდნენ, თანაც, მათ ნარკოდამოკიდებულებასთან ჰქონდათ პრობლემები.
კეთილშობილმა ადამიანებმა, ჯეფ და დარლა ჰარისონებმა გოგონები აიყვანეს. მათ 3 ვაჟი უკვე ჰყავდათ, თუმცა კიდევ 3 გოგონას აღზრდა გადაწყვიტეს.
2003 წლის სექტემბერში, როცა ახალშობილებს 9 თვე შეუსრულდათ, ჯეფმა და დარლამ ბავშვებს ოპერაცია გაუკეთეს და 24 სთ-ის შემდეგ სიამის ტყუპები სხვადასხვა ადამიანად იქცნენ. შედეგად, გოგონებს თითო ფეხი დარჩათ, თუმცა თანამედროვე პროთეზის წყალობით მათ დამოუკიდებლად სიარული შეუძლიათ.
ოპერაციიდან 2 წლის შემდეგ ბავშვებმა ჰარისონის გვარი ოფიციალურად მიიღეს.
გოგონებმა ახალი ოჯახის წყალობით დიდი ცხოვრებისეული გამოცდა გადალახეს, ახლა 14 წლისები არიან და სხვა თანატოლებთან ერთად ძალიან ხალისიანები და ენერგიულები არიან. დაათვალიერეთ ფოტოები