ცოტა ხნის წინ მელანია ტრამპი ტეხასში, ქარიშხალ „ჰარვის“ მიერ დაზარალებულთა მონახულებისას, 12 სმ-იანი ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმის გამო გააკრიტიკეს.
მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მან ტანსაცმელი გამოიცვალა და პირველად მისი გამოსვლების ისტორიაში, კედებსა და ჯინსებში გამოჩნდა, მისი ახალი გამოჩენა კვლავ განხილვის თემა გახდა.
ტრამპები ტეხასს ისევ ეწვივნენ, რათა შეამოწმონ, როგორ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მელანიამ კი კვლავ ქუსლიანი ფეხსაცმელი შეარჩია.
თუმცა, თვითმფრინავში მისის ტრამპს ასისტენტი უფრო მოსახერხებელი სამოსით ელოდა. ამიტომ ჟურნალისტების წინაშე მელანია კედებით, ჯინსის პერანგითა და ქუდით გამოჩნდა. იხილეთ ფოტოები