გამჭვირვალე თეფშს ქსოვილი მიაკარით და საოცარ შედეგს მიიღებთ, დიასახლისები მოიხიბლებიან ჩვენი რჩევით.
1. დაგჭირდებათ გამჭვირვალე თეფშები და ქსოვილი სასურველი პრინტით.
2. გამჭვირვალე წებო, მაკრატელი, ჰერმეტიკი.
3. წებო წაუსვით თეფშს უკანა მხრიდან.
4. ასე მოიქეცით იმდენ თეფშზე, რამდენსაც გსურთ შეუცვალოთ დიზაინი.
5. თუ წებო კარგად გაშრა, თეფშებს ზედმეტი ქსოვილი მოაჭერით.
6. თეფშისა და ქსოვილის ბოლოებს, ერთმანეთს რომ არ დაშორდნენ, ჰერმეტიკი გადაუსვით. ამის შემდეგ შეგიძლიათ თეფშები უკვე გამოიყენოთ.
7. ნარჩენი ქსოვილებისგან შეგიძლიათ ხელსახოცების დამჭერი-რგოლები შეკეროთ.
რედაქციის რჩევა: დეკუპაჟისთვის გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი პრინტის ქსოვილი. ასეთი განსხვავებული თეფშები კი მხოლოდ თქვენ გექნებათ.