ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა თანამედროვე ცხოვრების განსაკუთრებული ტრენდია.
დღეს, როცა გარემო ასე დაბინძურებულია და პროდუქტები არაჯანსაღი ნივთიერებებითაა სავსე, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებას და ვარჯიშს. ამით უამრავი დაავადების თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" აქტიურად უჭერს მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას სხვადასხვა აქტივობით, მის მნიშვნელობაზე ინფორმაციის გავრცელებით თუ კონკრეტული რჩევების გამოქვეყნებით. ჟურნალი პერიოდულად გამოაქვეყნებს ცნობილი ადამიანების ისტორიებს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავენ.
ქართველი მომღერალი მაკა ზამბახიძე უკევ 2 წელია ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვება და სხვებსაც ანალოგიური ქცევისკენ მოუწოდებს.
- მაკა, რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას?
- ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან კარგია, თუმცა თანამედროვე ცხოვრებაში, როცა ადამიანებს ზედმეტად გადატვირთული რეჟიმი აქვთ, მისი დაცვა საკმაოდ რთულია და ხშირად ვერ ხერხდება. მე, პირადად, ბოლო 2 წელია, ვცდილობ, მავნე ჩვევებს ვებრძოლო. აქტიურად ვარ ჩართული სპორტულ ცხოვრებაში. თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობ. თუმცა ძალიან მიყვარს ჭამა. ხშირად ვხუმრობ, რომ ჭამა ჩემი პირველი პროფესიაა. ამიტომ მუდმივად აკრძალვის რეჟიმში მიწევს ცხოვრება. მიჭირს, თუმცა მაინც ვახერხებ. მაქვს გამონაკლისი დღეები, როცა საკუთარ თავს შედარებით არაჯანსაღი პროდუქტების ჭამის ნებას ვაძლევ.
- რა ცვლილებებს ატყობთ თქვენს თავს მას შემდეგ, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობთ?
- ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. მე უფრო მოტივირებული და მობილიზებული გავხდი. გარკვეულ რეჟიმში ვცხოვრობ და თან ვიცი, რომ ეს ჩემთვის კარგია. ამის გაცნობიერება დამატებით სტიმულს მაძლევს. ჩემი ყოველი დილა ვარჯიშით იწყება. თუ რომელიმე დღეს ვარჯიში ვერ მოვახერხე, მგონია, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა. გაგრძელება