დღეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმ სამშობიაროში, სადაც 6 თვის წინ იმშობიარა, შვილთან ერთად მივიდა.
თეამ და პატარა მერიკო კაკულიამ სამშობიაროს ახალშობილების სამაჯურები გადასცეს. როგორც წესი, მშობლები ხანგრძლივი დროით ინახავენ ხოლმე შვილის პირველ სამაჯურს. ამიტომ სახელმწიფო განვითარების სააგენტო სამაჯურებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს მოამარაგებს.
პროცესი დაწყებულია და დღეს პატარა ქალბატონმა მერიმ, მინისტრ დედასთან ერთად იმ სამშობიარო სახლს გადასცა სამაჯურები, რომელშიც ამქვეყნად მოევლინა. ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, უხმაუროდ არ ჩაუვლია, მერიკოს გამოჩენა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. იხილეთ ფოტოები