როგორც ამბობენ - "სიძულვილი იგივეა, რაც თავად დალიო შხამი იმის მოლოდინით, რომ ვიღაც მოკვდება".
ეზოთერულად სწორედ რომ სიძულვილი და ბოღმაა ყველა სახის დაავადების და სირთულეების მიზეზი ადამიანების ცხოვრებაში. თუმცა, დღეს თემას ასე ღრმად არ გავშლით და შედარებით მოკლე მსჯელობას შემოგთავაზებთ იმის შესახებ, თუ როგორ გამოხატავენ ზოდიაქოს ნიშნები საკუთარ სიძულვილს ან თუ გამოხატავენ საერთოდ.
ასტროლოგები თვლიან, რომ განსაკუთრებულად უბოროტო ბუნებით შემდეგი ზოდიაქოს ნიშნები გამოირჩევიან: ვერძი, ტყუპი, მშვილდოსანი, მერწყული, სასწორი და თევზები. ამ ადამიანებს ბრაზი მალე გადასდით ან ჰუმანური ბუნების გამო უაზრობად ეჩვენებათ კონფლიქტში დახარჯული ენერგია. ისინი იშვიათად არიან გულბოღმიანები და ნაკლებად ახასიათებთ შურისძიების მოთხოვნილება.
ვერძი და მშვილდოსანი გაბრაზებას ღიად აფიქსირებენ. მათ შეუძლიათ მუშტი-კრივშიც კი გამოიწვიონ გაღიზიანების ობიექტი. ტყუპი და მერწყული საერთოდ არ დახარჯავენ დროს სიძულვილზე. მათ ძალიან ბევრი სხვა ინტერესი გააჩნიათ საიმისოდ, რომ დრო კონფლიქტებზე ფლანგონ. ხოლო სასწორი და თევზები შინაგანად ვერ იტანენ კონფლიქტსა და აგრესიას. ამიტომ მოწოდებულნი არიან ყველგან კომპრომისის გზის ძიებისკენ. გაგრძელება
იხილეთ ასევე: რისგან “შედგებიან” ზოდიაქოს ნიშნები?