თუ წონაში დაკლება გსურთ, ყურადღება მიაქციეთ ბურღულეულს. ფაფა იაფია და სასარგებლო.
ზედმეტი კილოგრამები რომ დაიკლოთ, აირჩიეთ ნებისმიერი ფაფა და მოიწყვეთ განტვირთვის დღე. დღის განმავლობაში, ფაფის გარდა, გეჭმევათ ხილი და ბოსტნეული. წყალი - შეუზღუდავად. ან 7 დღის განმავლობაში დილა-საღამოს უნდა ჭამოთ ფაფა.
1. ფეტვი
ვიტამინებითა და მინერალებითაა მდიდარი. ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას. შეიძინეთ ყვითელი ფერის ფეტვი. დაასხით წყალი, მოხარშეთ დარბილებამდე. დაუმატეთ სეზამის მზესუმზირა, სელის ზეთი ან ერთი მუჭა ქიშმიში.
2. წიწიბურა
სასარგებლოა ანემიის დროს. დიდი ხნით დაგანაყრებთ. საღამოს სასურველ რაოდენობას დაასხით ცხელი წყალი, დაახურეთ და დილით მიირთვით. მიატანეთ მწვანილი. დღის განმავლობაში დალიეთ წყალი, უშაქრო მწვანე ჩაი.
3. ხორბალი
ყველაზე დაბალკალორიული ფაფაა. არეგულირებს ცხიმის ცვლას ორგანიზმში, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარებას.
4. მანანის ბურღული
თუ გლუტეინზე ალერგია არ გაქვთ, მიირთვით. მზას დაუმატეთ ხილი და ჩირი.
5. შვრიის ფაფა
ვიტამინებისა და მინერალების წყაროა. იგი წმენდს ორგანიზმს. მზას დაუმატეთ თაფლი, ხილი (ბანანისა და ყურძნის გარდა). ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.
6. ქერი
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, მდიდარია კოლაგენით, რაც კანის ახალგაზრდობას უზრუნველყოფს. გახსოვდეთ, რომ ხარშვის დროს იგი 5-ჯერ იმატებს. ამიტომ ცოტა მოხარშეთ. მიირთვით მარილისა და შაქარის გარეშე.
7. სიმინდი
სასარგებლოა გულ-სისხლძარღვოვანი სისტემისთვის. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას.
8. ბრინჯი
უპირატესობა ყავისფერ ბრინჯს მიანიჭეთ. ის მეტად სასარგებლოა. მოხარშვისას დაუმატეთ 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი. ის ანეიტრალებს მავნე სახამებლის დონეს ბრინჯში.