ასეთი რამ ხშირად ხდება: «ჩადიოდა კიბეზე, წაიბორძიკა და მხრით გოგონას შეეჯახა, რომელიც კიბეზე ამოდიოდა».
და – პომადის ლაქა საყელოსა და რეპუტაციაზე.
როგორ მოვაცილოთ პერანგს პომადის ლაქა?
თქვენ დაგჭირდებათ:
პერანგი, კიბეზე დავარდნის ნიშნებით;
თმის ლაქი;
ბევრი ქაღალდის ხელსახოცი.
რა გავაკეთოთ?
1. დააფინეთ დაკეცილი ხელსახოცი ლაქის ქვედა მხრიდან;
2. ლაქას ბლომად თმის ლაქი დააასხურეთ. კარგად უნდა დასველდეს;
3. გაწმინდეთ მშრალი, სუფთა ქაღალდის ხელსახოცით;
4. გაწმინდეთ, გაწმინდეთ, გაწმინდეთ.
5. ამის შემდეგ ჩააგდეთ პერანგი სარეცხის მანქანაში ან ხელით გარეცხეთ თბილ წყალში, ჩვეულებრივი სარეცხის ფხვნილით.
იხილეთ ასევე: ლაქების ამოყვანის ყველაზე უტყუარი მეთოდები