"პროფილის" მორიგი გამოშვება მაია ასათიანმა წარმატებულ ქალებს მიუძღვნა და მათთან ერთად თავადაც გააკეთა რამდენიმე კომენტარი თავის ცხოვრებასა და წარსულზე.
ინგა გრიგოლიასთან საუბრისას მაიამ უარყო გავრცელებული ჭორები მისი ორსულობის შესახებ, ხოლო ინგას შეკითხვას, აქვს თუ არა ახლა ტელეწამყვანს პირადი ცხოვრება, ემოციური პასუხი გასცა:
"პირადი მაქვს. ეს ბევრ აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, მაგრამ მინდა საზოგადოებას ვუთხრა. ბოლო დროს გაჩნდა თემა, რატომ ვაგრძელებ ცხოვრებას. სოციალურ ქსელში დავდე ფოტო, როგორ ვისვენებდით მე და დედა, სადაც მე შორტები მაცვია. და ადამიანებმა, მათ შორის, ჩემმა კოლეგა ჟურნალისტებმაც დაიწყეს ჭორაობა, თუ რატომ მაცვია შორტები... ზაფხულში... როგორ ვბედავ და ვისვენებ და ა.შ. მე რაც მჭირს, ეს არის სამუდამო. მე არ მინდა, ამ ტრაგედიით ვინმე დავამძიმო და დავთრგუნო... შვილმკვდარ დედებს აქვთ უმძიმესი შავი აურა. მე არ მინდა, რომ სხვა გრძნობდეს ჩემს ამ მძიმე აურას. დაცემული და მოტირალი მე არავის არ დავენახვები. მიკვირს ძალიან, რატომ უნდა საზოგადოების ნაწილს, ყოველდღე მხედავდეს საფლავზე დაცემულს. საზოგადოებას უყვარს უბედურები. და საზოგადოებას უნდა, რომ მე ვიყო საფლავზე დამხობილი, მაგრამ ეს არ უნდა ჩემს შვილს. თუ რამეს ვაკეთებ, თუ ცხოვრებას ვაგრძელებ, ეს არის ნუცასთვის, იმიტომ, რომ მუდმივად მაქვს განცდა (შეიძლება გიჟი გეგონოთ), რომ ის ჩემთან არის. დედაშვილობა არ მთავრდება სიკვდილით. განაგრძეთ კითხვა mshoblebi.ge-ზე...