დღეს პარასკევია, 13 რიცხვი. ბევრს ეშინია ასეთი კომბინაციის. ძველად ეგონათ, რომ ამ დღეს ბნელი ძალები იღვიძებდნენ, ძლიერდებოდნენ, შავი მაგები თავიანთ რიტუალებს აწყობდნენ. 13 ავი თვალის, წყევლის "პროფესიულ" დღედ ითვლებოდა.
13 საშიშია მათთვის, ვინც ენერგიის ნაკლებობას განიცდის. ნუ დახარჯავთ მას ტყუილ საქმეებზე. კარგია ენერგიის აღმდგენი საქმეებისა და პროცედურებისთვის.
რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დღეს?
არ შეიძლება მკითხაობა. მოერიდეთ სარკეში დიდხანს ყურებას. უმჯობესია, ჩამოაფაროთ მათ.
არ შეიძლება საყიდლები. შეიძლება სათანადად ვერ გამოიყენოთ ნივთები.
არ შეიძლება აზარტული თამაშები.
არ შეიძლება ჩხუბი და ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება. ნებისმიერ ცუდად ნათქვამ ფრაზას შეიძლება წყევლის შედეგი ჰქონდეს.
არ შეიძლება საშინელებათა ფილმების ყურება.
არ შეიძლება ერთ გზაზე რამდენჯერმე გავლა.
არ შეიძლება შურისძიება და ვინმესთვის სამაგიეროს გადახდა.
ნუ დაიწყებთ მნიშვნელოვან და ახალ საქმეებს.
რა შეიძლება?
მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. მეტად დაისვენეთ. იყავით დადებითი ემოციებით აღვსილი, კეთილი, მეგობრული და ღიმილიანი.
ასევე წაიკითხეთ:
რატომ არ უნდა აღნიშნო 40 წელი? რას უკავშირდება ეს ცრურწმენა?