კარგი და ჰარმონიული პარტნიორული კავშირისთვის დამეთანხმებით ალბათ, რომ მნიშვნელოვანია არამხოლოდ ფსიქოლოგიური თავსებადობა, არამედ სექსუალური კუთხით ჰარმონიის მიღწევის საკითხიც.
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნებს შორის არსებობენ ისეთები, ვისაც თანდაყოლილად გააჩნია სექსუალური ქარიზმა და შარმი, ხოლო არის ნიშნების კატეგორია, რომელსაც ამ ზემოხსენებული სექსუალური პოტენციალის გასახსნელად პარტნიორის სითამამე და დახმარება სჭირდება. დღეს ზოდიაქოს საუკეთესო საყვარლების სიას წარმოგიდგენთ.
ვერძი - ცეცხლის სტიქიის პირველი ნიშანია და ტემპერამენტით მხოლოდ მორიელი თუ გაეჯიბრება. მისთვის მნიშვნელოვანია სასიყვარულო თავგადასავლები. ვერძები ქალებიც და მამაკაცებიც ბუნებით მონადირეები არიან. ხოლო სექსუალურ საკითხებში საოცრად ვნებიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლებში ვნების ალი მალე ქრება.
ტყუპი - მოქნილი ენის პატრონი, ასეთივე მოქნილობით გამორჩეულია ლოგინში. გამჭრიახი, ენამახვილი ტყუპი ადვილად ახერხებს საკუთარი ქარიზმა სექსუალური პარტნიორების მოსაზიდად ოსტატურად გამოიყენოს. იგი ხშირად აცდუნებს ხოლმე პარტნიორებს ენით. მისთვის მარტივია სექსზე თავისუფლად საუბარი, რის ხარჯზეც ხშირად უხსნის ინტერესის ობიექტს კომპლექსებსა და უნდობლობას.
მორიელი - სექსის გურუ და ყველაზე ტემპერამენტიანი ნიშანია მთელ ზოდიაქოში. მართალია, ხშირად გარეგნულად ცივი ჩანს, თუმცა შინაგანად მისი ემოციები ისეთია, ნებისმიერს დაწვავს. მორიელს არც ტყუპივით ბევრი ლაპარაკი სჭირდება, არც ვერძვით მონადირის იმიჯი საიმისოდ, რომ სასურველი პარტნიორი ლოგინში შეიტყუოს. საამისოდ მას აქვს კარგი მანიპულაციის უნარი და ქარიზმა, რომელიც ზოგჯერ მხოლოდ მზერაში ვლინდება. გაგრძელება