ყავისა და ბანანის დესერტი ხაჭოთი - Marao

ყავისა და ბანანის დესერტი ხაჭოთი

2017-10-19 10:28:06+04:00

უგემრიელესი დესერტის მარტივი რეცეპტი.

ინგრედიენტები:

უცხიმო ხაჭო — 250 გ

ბანანი — 1 ც

ყავისფერი შაქარი — 2 ჩ/კ

ყავა ესპრესო — 50 მლ

მომზადება:

მოამზადეთ ესპრესო, დაუმატეთ შაქარი და აურიეთ.

ბანანი დააბლენდერეთ პიურესავით.

ჭიქებში ჩადეთ ბანანის პიურე და ხაჭო ფენებად, ყველა ფენას გაგრილებული ყავა მოასხით.

ფენები არ აურიოთ!

დესერტი მორთეთ გახეხილი შოკოლადით.

გემრიელად მიირთვით!