ქართველი მომღერლების პირადი ცხოვრება ხალხს მათ შემოქმედებაზე მეტად აინტერესებს.
შესაბამისად, პოპულარობით ქმრები ცოლებს არ ჩამოუვარდებიან, თუმცა არსებობენ განსაკუთრებით პოპულარული ქმრები, ვის მიმართ ხალხის ყურადღება გაცილებით დიდია, რადგან პოპულარული მომღერლის ქმრის სტატუსის გარდა, ისინი სუსტი სქესის წარმომადგენლებშიც დიდი ინტერესით სარგებლობენ.
მაშ ასე, გთავაზობთ ქართველი მომღერლების სიმპათიური, ყოფილი და ახლანდელი ქმრების ტოპ-ხუთეულს.
ვახო ჭუმბურიძე
ვახო ჭუმბურიძე სახალხოდ ცნობილი მაკა ზამბახიძეზე დაქორწინების შემდეგ გახდა. ვახოს მიმართ სუსტი სქესის ყურადღება არასდროს განელებულა, რადგან უდავოდ სიმპათიური ბიჭია. წყვილის შესახებ პერიოდულად უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა და საბოლოოდ ეს ხმები გამართლდა. მაკა და ვახო დაშორდნენ. ჭუმბურიძემ ცოლი მოიყვანა, მაკა კი გათხოვებისთვის ემზადება.
ლაშა ბასლანძე
ლაშა ბასლანძე მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარია. შეიძლება ითქვას, რომ ლაშა ცოლს პოპულარობით აღარ ჩამოუვარდება. შესაბამისად, სუსტი სქესის წარმომადგენლები აქტიურად ეტრფიან. სალომე და ლაშა სამაგალითო წყვილად ითვლებიან, ისინი ერთმანეთს ხშირად უწყობენ სიურპრიზებს და გრძნობებშიც საჯაროდ უტყდებიან. განაგრძეთ კითხვა