კატა ერთ-ერთი ყველაზე მაგიური ცხოველია დედამიწაზე. მისი აურა იმდენად ძლიერია, რომ ძალა შესწევს, ზეგავლენა მოახდინოს არა მხოლოდ უშუალოდ თავის პატრონზე, არამედ მისი ოჯახის წევრების კეთილდღეობაზეც.
მთავარია, თავად კატა აღიქვამდეს ამ ოჯახს და სახლის კედლებს "საკუთარ ტერიტორიად".
თუკი თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს არ განეკუთვნებით, ვისაც კატები განსაკუთრებულად არ უყვარს და აკვირდებით ფაქტს, რომ მიუხედავად ამისა, კატები ხშირად გეგლასუნებიან ფეხებზე მოფერების მიზნით - იცოდეთ, მათ თქვენთვის საკუთარი ენერგიის გაზიარებაც სურთ. ამიტომ სასურველია, უხეშად არასოდეს მოიცილოთ მოფერების მსურველი კატა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არათუ არ მოგცემთ საკუთარ დადებით ენერგიას, არამედ თქვენსასაც უბოდიშოდ მიითვისებს სურვილისამებრ.
კატები შესანიშნავად იცავენ იმ ოჯახს, რომელშიც დაიდეს ბინა, ნეგატიური ენერგეტიკის შემოდინებისგან. ისინი არანაკლები ოსტატობით ბლოკავენ ე.წ. თვალს და ჯადოს, რომელიც მათი პატრონის ან მისი ოჯახის წევრების მიმართ შეიძლება იყოს მიმართული.
ეზოთერიკოსები ურჩევენ მათ, ვინც საცხოვრებლის გამოცვლას აპირებს, ახალ სახლში, პირველ რიგში, კატას მისცენ გასეირნების ნება. თუ ისე მოხდა, რომ კატა ახალი საცხოვრებლის შეძენის შემდგომ თქვენი სახლიდან აუხსნელი მიზეზებით დაიკარგა, უნდა იცოდეთ - მან თავის თავზე აიღო ის ნეგატიური ენერგია, რომელიც თქვენს ახალ საცხოვრებელში იყო გამეფებული და ამიტომ წავიდა.
გამომდინარე იქიდან, რომ კატები კოსმოსური ენერგიის თავისებური "გამტარები" არიან, მათ შეუძლიათ თქვენს სახლში კეთილდღეობა, სიმშვიდე და სტაბილურობაც მოიყოლონ, თუ რა თქმა უნდა, თავად მფლობელის მიმართ გააჩნიათ დადებითი დამოკიდებულება. დააკვირდით, თუ თქვენი ფისო სახლის რომელიმე კუთხეს განსაკუთრებით სწყალობს და ხშირად ხედავთ იმ წერტილში მოკალათებულს, ეს იმის ნიშანია, რომ მან ამ ადგილას ძლიერი ენერგოველი აღმოაჩინა. თუმცა მისთვის ამგვარი ენერგეტიკის განეიტრალება აბსოლუტურად მარტივი საქმეა.
უნდა გახსოვდეთ - თუკი ხეები ახდენენ ადამიანისთვის საშიში გამონაბოლქვის ტრასფორმაციას და ჟანგბადის სახით უბრუნებენ ადამიანებს, კატაც იმავე მეთოდით ახერხებს, ნეგატიური მუხტი გადაამუშავოს და მფლობელს "გაწმენდილი სახით" დაუბრუნოს უკან.
ეზოთერიკოსები თვლიან, რომ თავად კატისთვის დამახასიათებელი ბიოველი უარყოფითი სახისაა. ამიტომაც იყო ძველ რუსეთში კატის გამოყენება აქტუალური თემა საცხოვრებლის შეცვლისას. სლავებს მიაჩნდათ, რომ კატას ახალ სახლში დაბუდებული ცუდი ენერგეტიკის "მიწებება" შეეძლო.
საუკუნეების მანძილზე, სხვადასხვა ქვეყანაში კატებს მკურნალის თვისებებსაც მიაწერდნენ ექიმები თუ ექიმბაშები. თავში ნახსენები კატისთვის დამახასიათებელი ნეგატიური ბიოველი მარტივად პოულობს ადამიანის სხეულში არსებულ სენს ან სატკივარს, რის შედეგადაც, ალბათ, ხშირად დაკვირვებიხართ, რომ კატებს უყვართ პატრონის სხეულის რომელიმე ნაწილზე წოლა. ეს კი ამაოდ როდი ხდება. ჩვენი ოთხფეხა მეგობარი ამ მეთოდით იდეალურად გვაცილებს იმ ნეგატიურ ენერგეტიკას, რომლის გამოც სხვადასხვა ტიპის დაავადება ბუდობს ადამიანის ორგანიზმში. გაგრძელება