სტილისტები 40 წელს გადაცილებულ ქალებს სწორედ ამ ვარცხნილობების გაკეთებას ურჩევენ! - Marao

სტილისტები 40 წელს გადაცილებულ ქალებს სწორედ ამ ვარცხნილობების გაკეთებას ურჩევენ!

2017-11-14 11:14:31+04:00

ქალს ხშირად უნდა გაიმრავალფეროვნოს ყოველდღიური რუტინა და ამას ხშირად ვარცხნილობის ან გარეგნობის შეცვლით აკეთებს. ახალი იმიჯი და კარგი განწყობა გარანტირებული გაქვთ, თუკი სწორად შეარჩევთ ვარცხნილობას და ამით ჩამოიკლებთ რამდენიმე ზედმეტ წელს.

მოდური ვარცხნილობები 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის

უფროსი ასაკის ქალსაც იგივე ვარცხნილობა უხდება, რაც ახალგაზრდას. უბრალოდ, ის უნდა იყოს უფრო მოკრძალებული და დახვეწილი - ამტკიცებენ სტილისტები. ამასთან, თმის სიგრძეს მნიშვნელობა არ აქვს, "კარე" - სტანდარტი არ არის. შესაძლოა, ვიღაც თვლის, რომ გრძელი თმა მხოლოდ ახალგაზრდებს უხდებათ, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. სქელ, გრძელ, ჯანმრთელ და მბზინავ თმას ჯერ არავისთვის გაუფუჭებია გარეგნობა.

ბუნებრიობა დღესაც მოდაშია, არაბუნებრივად გასწორებული თმის ტარება კი წარსულში დარჩა. ელელგანტური ტალღები, მცირე მოუწესრიგებლობა, ოდნავ აწეწილი თმა - წლის მთავარი ტრენდია. ახლა კი, მოდი, დეტალურად გავერკვიოთ, რომელ ვარცხნილობებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა.

1. გრძელი, დატალღული თმა

თუკი გრძელი თმა გაქვთ და ვერ ელევით, ამასთან, გსურთ, მისდიოთ მოდას, ტალღები - ზუსტად ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ. მაგრამ აქ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასეთი ვარცხნილობა მხოლოდ სქელ და ჯანმრთელ თმას მოუხდება.

გრძელი თმა ვარცხნილობის სხვადასხვა ვარიანტის საშუალებას იძლევა. წელს განსაკუთრებულად პოპულარული იქნება ტალღები, რომლებიც მოუხდებათ როგორც ახალგაზრდა გოგონებს, ასევე უფროსი ასაკის ქალებს.

2. კასკადი

საშუალო სიგრძის თმის ყველაზე უნივერსალური გადაწყვეტილება - კასკადია. ეს ვარცხნილობა სხვადასხვა ვარიაციის საშუალებას იძლევა - შეგიძლიათ იყოთ ბიზნესლედი, ასევე, რომანტიკული ქალი. შეგიძლიათ დაიხვიოთ ან დაიტალღოთ, ან გაისწოროთ. ეს უკვე თქვენს გემოვნებასა და განწყობაზეა დამოკიდებული!

3. გრძელი "კარე"

ალბათ, ეს ვარცხნილობა არასოდეს გადავა მოდიდან. შესანიშნავი "კარე" სხვადასხვანაირად დაყენებული - ყოველთვის ტრენდულია. თუ ექსპერიმენტები გიყვართ - სცადეთ ასიმეტრიული ვარიანტი. აქვე იხილეთ "კარეს" მოდური ვარიანტები და ექსპერტის რჩევები.

4. გრძელი "ბობი"

მომავალი სეზონის უკონკურენტო ფავორიტი. ეს ვარცხნილობა ბალზაკის ასაკის ქალებს ახალგაზრდულ და სუპერთანამედროვე იერს მიანიჭებს. თუმცა წელს ბუნებრიობას აქვს ხაზი გასმული, ამიტომაც ნუ გამოიყენებთ დიდი რაოდენობით ლაქს და ძალიან ნუ ჩამოისწორებთ. ცოტა აწეწილი და ფაქტურულად შენარჩუნებული თმა სახის ოვალს უფრო გამოკვეთს და ყელსაც აგრძელებს - ამტკიცებენ სტილისტები.

5. "გარსონი"

თუკი მაინც მოკლედ შეჭრას გადაწყვეტთ, მაშინ ამ ვარცხნილობაზე შეჩერდით. ეს ერთი შეხედვით ბიჭური და "მოხულიგნო" ვარცხნილობა საოცრად ქალურია და მოდური. ის გაგაახალგაზრდავებთ და ორიგინალურ იერს მოგანიჭებთ. მაგრამ ეს ვარცხნილობა არ არის რეკომენდებული სრული ფორმების, მრგვალი და ოთხკუთხედი ფორმის სახის მქონე ქალბატონებისთვის.

6. "პიქსი"

40 წელს გადაცილებული ქალებისთვის მოკლე თმა - ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა და ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი მომავალ სეზონზე (და საერთოდაც) სწორედ "პიქსი" ითვლება. ის ნამდვილი ხსნაა თხელი თმის მქონე ქალბატონებისთვის. ასევე იხილეთ 5 მოდური ვარცხნილობა თხელი და ურჩი თმისთვის.

7. მოკლე "კარე"

რა უნდა ითქვას აქ? ეს კლასიკაა. ვარცხნილობის უამრავი ვარიანტი არსებობს და ამიტომაც ყველა ქალი შეძლებს სასურველის და ისეთის შერჩევას, რომელიც მეტად მოუხდება. თუ ექსპეტიმენტები დიდად არ გხიბლავთ, ეს ვარიანტი თქვენთვის არის!

8. "ბობი"

ეს ვარცხნილობაც მოდაში დარჩა, თუმცა კლასიკური ვარიანტი აქტუალური აღარ იქნება. თუკი ამ ვარცხნილობის თაყვანისმცემელი ხარ, მომავალი სეზონი თქვენია. უბრალოდ, დაუმატეთ მას ცოტა უჩვეულობა... მაგალითად, გრადიურება.

<div></div>
<div></div>