გარეთ აცივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო დროა, ქუდზე იფიქროთ.
ბევრი ქუდს სულაც არ ატარებს, რადგან მიიჩნევენ, რომ არ უხდებათ. სინამდვილეში, ქუდის შერჩევის კრიტერიუმები პირდაპირკავშირშია სახის ფორმასთან.
შევარჩიოთ ქუდი სახის ფორმის მიხედვით
ოვალური სახის ფორმისთვის
ოვალური სახის ფორმის იღბლიან ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერი ტიპის ქუდი ატარონ. თუ ბერეტის ტარებას გადაწყვეტთ, უმჯობესია, ასიმეტრიული ფორმით დაიხუროთ. ამ ტიპის შუბლი უკეთესია დაფარული იყოს. mountain hat ტიპის და უბრალოდ მაღალი ქუდები, რაც სახეს აგრძელებს, გამორიცხეთ.
მრგვალი სახისთვის
ასეთ სახეს უხდება ქუდები, რომლებიც შუბლს ხსნის და სახის პროპორციებს ვიზუალურად ჭიმავს. მომცრო ზომის ნაქსოვი მრგვალი ქუდები და მაღალი შლაპები დავალებას თავს წარმატებით გაართმევენ. ასევე მისასალმებელია ვერტიკალური ფორმის ქუდები და პომპონები. დასაშვებია ბერეტიც, თუ მას შუბლზე არ ჩამოიწევთ.
მართკუთხა სახის ფორმა
სახის უხეში ფორმებისა და სიგრძის დასაფარად დაგეხმარებათ მოცულობითი ე.წ. უშანკები, მსხვილად ნაქსოვი თავსაბურავები წარბებამდე ჩამოწეული, კეპები და ფართოფარფლიანი შლაპები - ყველა მათგანი მაღალ შუბლს დაგიმალავთ.
წაიკითხეთ სრულად